15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

Поиск и аренда частных самолетов

ალბათ, მდიდრული ფრენა არის ყველაზე თამამი ოცნებების ზღვარი, თუმცა კერძო თვითმფრინავი შეიძლება იქცეს თქვენს ყველაზე საშინელ კოშმარად და აი 15 მიზეზი თუ რატომ.

ამბობენ, რომ ზღვარი მხოლოდ ცაა. ხოლო მდიდრული ცხოვრების და მოდური მოგზაურობის შემთხვევაში ცაც კი არ არის ზღვარი. მიწაზე შეძლებული ადამიანები იძენენ სპორტულ ავტომანქანებს – Ferrari, Aston Martin და Mercedes. წყალზე – აშენებენ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ იალქნიან ხომალდებს, ექსკლუზიურ იახტებს და კრუიზის გემებს. ხოლო ცაში კერძო თვითმფრინავის შეძენა ასრულებს მდიდრულ პაზლს.

საჭიროა კერძო თვითმფრინავი?

თუმცა პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კერძო თვითმფრინავის შეძენამდე არის – რისთვის. რატომ გინდათ პირადი ჯეტით ფლობა? თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის მოგზაურობის ოპტიმალური ხერხი, მაგრამ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ თუ რა იმალება მდიდრული ფარდის მიღმა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ოცნება თვითმფრინავზე უნდა დარჩეს აუხდენელი, მაგრამ თუ თქვენ გაეცნობით ამ სტატიაში აღწერილ ყველა 15 მიზეზს და განაგრძობთ ოცნებას საკუთარი თვითმფრინავის შესახებ, მაშინ წადით და გააკეთეთ ეს. თუმცა ეჭვის ჭია თუ შემოიჭრება უკვე პირველივე პუნქტებზე – იცოდეთ, რომ ეს თქვენთვის არ არის. მაშ შეიკარით ღვედი და გამაგრდით სანამ ჩვენ გავატარებთ თქვენს მდიდრულ ოცნებებს რეალობის ტურბულენტობაში.

8 4 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

 

ტექნიკა არ უნდა იდგეს უქმად

დასაწყისისთვის მოდით გავაანალიზებთ თქვენს პასუხს კითხვაზე თუ რატომ გინდათ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი. გარდა იმისა, რომ თქვენ გესაჭიროებათ ფუფუნებით ფლობის პრივილეგია არის კი ამაში საჭიროება და აუცილებლობა? ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების შეძენის თავდაპირველი მიზანი არის უშუალოდ ტრანსპორტირება, უნარი გადაადგილდეთ პუნქტი А-დან პუნქტ В-ში. ამიტომ თუ თქვენ არ გაქვთ პლანეტის მოღორებულ წერტილებს შორის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გადაადგილების უკიდურესი საჭიროება, მაშინ, სავარაუდოდ, ბიზნეს-ჯეტის ქონის სურვილი მოგონილია.

თუ თქვენ გეგმავთ მის გამოყენებას მეცამეტე სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ცხოვრების უმეტეს ნაწილს თვითმფრინავი ალბათ ანგარში გაატარებს.თუმცა ის ამისათვის არ იყო აშენებული. ჯეტმა უნდა იფრინოს.

ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება არის თვითმფრინავის გაქირავება იჯარით მაშინ, როდესაც თქვენ მას არ იყენებთ. მაგრამ შეიძლება კი თქვენ ენდოთ მათ, ვინც განახორციელებს ჯეტის ფრახტს? ამ ადამიანებმა შეიძლება დააზიანონ ნატურალური ტყავისგან დამზადებული სავარძლების გადასაკრავი ან დაღვარონ სასმელი მდიდრულ ხალიჩაზე და დატოვონ ლაქები. მზად ხართ ასეთ შედეგებთან გასამკლავებლად? ამიტომ, თუ თქვენ არ გიწევთ დიდი მანძილების გადალახვა ხშირად, საკუთარი თვითმფრინავი არ იქცევა პირველადი საჭიროების  საგნად. არსებობს პრობლემური შედეგების გარეშე ფუფუნებაში ჩაძირვის სხვა ხერხებიც. განაგრძეთ კითხვა და გაიგებთ.

 

მ მდიდარ და ცნობილ ადამიანებსაც კი ურჩევნიათ თვითმფრინავის დაქირავება

კი, ჩვენ ყველას გვიყვარს მოგზაურობა, ხოლო მოდურ მგზავრობაზე ცოტა თუ იტყვის უარს. კერძო თვითმფრინავით ფლობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ბილეთების შეძენა, ფრენის წინ შემოწმების გავლა, ბორტზე მოსახვედრად რიგში დგომა ან ბორტგამცილებლის ლოდინი სანამ ის მოემსახურება სხვა მგზავრებს.

ნუ იყურებით გარშემო. რამდენი ადამიანი ფლობს კერძო თვითმფრინავს? შეადარეთ მათი რაოდენობა ამ მომენტისათვის მსოფლიოში არსებულ მილიონერთა რიცხვს. ხედავთ, მდიდრები და ცნობილებიც კი ირჩევენ თვითმფრინავის დაქირავებად და არა მის კერძო საკუთრებაში შეძენას. ყველაზე მაღალანაზღაურებადი კინოვარსკვლავები, პოლიტიკოსები და ფორმულა-1-ის მრბოლელები არ იძენენ ჯეტებს იმ გარემოების გათვალისწინებითაც კი, რომ მათი ცხოვრების სტილი და საქმიანობის სფერო ითვალისწინებს მუდმივ გადაადგილებას, თვითმფრინავის იჯარა რჩება ოპტიმალურ გამოსავლად. და საქმე იმაში არ არის, რომ მათ ვერ გაწვდებიან ამას – გაწვდებიან, უბრალოთ მათ ესმით, რომ  შენაძენი მათ დაუჯდებათ ლაინერის უშუალო ღირებულებაზე გაცილებით მეტი. განვიხილოთ დანახარჯები შემდეგ პუნქტებში.

p. 12 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

ვისთან ერთად იმოგზაურებთ?

ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან განსხვავებით თქვენ ალბათ არ ხართ გარშემორტყმული ასეთივე მდიდარი და ცნობილი მეგობრებით, ხოლო კარგი კამპანიის გარეშე ხანგრძლივი ფრენა მოგეჩვენებათ კიდევ უფრო მოსაწყენი და დამღლელი. განსაკუთრებით მაშიმ, როდესაც ჯდება ტელეფონი ან მთავრდება საინტერესო წიგნი. მსგავსი სიტუაციები გულს დაგწყვეტენ თუ მოგზაურობთ კერძო თვითმფრინავით მარტო. მთელი ფრენა მოგიწევთ ძილში გაატაროთ. თქვენ ეს სახალისო გგონიათ? ზუსტად ასევე შეიძლებოდა ძილი რეგულარული რეისის ეკონომ-კლასის სავარძელში. ეს გაცილებით იაფი დაგიჯდებოდათ.

კერძო თვითმფრინავებში, ყველაზე კომპაქტურებიც კი არის ერთზე მეტი დასაჯდომი ადგილი. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ ცნობილი ადამიანი, რომელიც მოგზაურობს თავის მენეჯერთან, პირად მცველთან და პირად თანაშემწესთან ერთად, თქვენ არ გჭირდებათ მთელი თვითმფრინავი მხოლოდ თქვენთვის.  ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩვეულებრივი კომერციული რეისის საუკეთესო ბილეთის შეძენა. იქ თქვენ კარგად მოგემსახურებიან, თქვენ მიიღებთ კომფორტის მაქსიმალურ დონეს. თქვენ არ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ თქვენ იმაზე მეტი დახარჯეთ, ვიდრე უნდა დაგეხარჯათ. თუკი თქვენ მოგინდებათ ფუფუნების შემდეგ დონეზე გადასვლა, თქვენ ყოველთვის შეძლებთ კერძო თვითმფრინავის დაქირავებას და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასიამოვნო კამპანიაში გაფრენას.

1 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

მოგზაურობა მეგობრებთან ერთად კიდევ უფრო ძვირი დაჯდება

წინა პუნქტის გათვალისწინებით, თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა კერძო თვითმფრინავით მეგობრებთან ერთად გაფრენა. რასაკვირველია, ეს სახალისოა. და ამასთანავე — ძვირი. თქვენ ხომ არ გინდათ, რომ მეგობრებმა იშიმშილონ 6000 მეტრის სიმაღლეზე, ხომ ასეა? ხოლო თუკი ბორტზე არის ძვირადღირებული ბოთლი ღვინო, მოგიწევთ თითოეული ყლუპის გაყოფა.

Смотрите также:  Что ждет европейскую авиацию после Brexit?

2 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

სხვა სცენარითაც მოგიწევთ ფულის გაღება. დავუშვათ, თქვენ ეპატიჟებით ბორტზე რამდენიმე თქვენს მეგობარს. თქვენ სთხოვთ მათ ხარჯების განაწილებას? დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ისინი თქვენთან ერთად გაფრინდებიან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, საბოლოო ჯამში თქვენ აძლევთ მათ შესაძლებლობას იფრინონ ავტოსტოპით: თქვენ სთავაზობთ მათ ტრანსპორტს, ისინი კი თქვენ გთავაზობენ კომპანიასა და საუბრებს. ეს, უდავოდ უფრო ძვირი ეღირება.

ბოლოსდაბოლოს თქვენ გადაწყვეტთ ფრენას მარტო და ჩვენ ვუბრუნდებით წინა პუნქტს თუ რატომ უნდა კარგად დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტთ კერძო თვითმფრინავის შეძენას.

თუ არ გჯერათ კითხეთ ლიუის ჰამილტონს F1 მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, რომელსაც აქვს კერძო ლაინერი. მაგრამ ყველა სხვა მრბოლელს ურჩევნია ბიზნეს ჯეტის, დაქირავება და არა ლიუისთან ბორტზე ტავის დაპატიჟება. რატომ? დაფიქრდით ამაზე თავისუფალ დროს, ჩვენ კი მომდევნო პუნქტზე გადავდივართ.

 

თქვენ ოდესმე გსმენიათ სიმდიდრის გადასახადის შესახებ?

ეხლა მოდით გადავიდეთ საქმეზე. როგორც მანამდე ითქვა, კერძო თვითმფრინავის შეძენა დაგიჯდებათ უფრო ძვირი, ვიდრე თქვენ დახარჯავთ უშუალოდ შენაძენზე. არსებობს სხვა ხარჯებიც, რომლებიც დაგაწვებათ მხრებზე. და ხარჯების ძირითადი მუხლი არის სიმდიდრის გადასახადი, რომელიც ოფიციალურად ვრცელდება ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეზე. ასე, თუ თქვენ ხართ საფრანგეთის, აშშ-ს, ავსტრალიის, მექსიკის ან რიგი სხვა ქვეყნის მოქალაქე – მიიღეთ ჩვენი მილოცვები: ეს სახელმწიფოები ბეგრავენ მათი ქვეყნის ყველა შეძლებულ მოქალაქეს მაღალი გადასახადით ფუფუნების საგნების ფლობაზე. სხვა ქვეყნებისათვის ეს მხოლოდ დროის საკითხია. სიმდიდრის გადასახადის განაკვეთი ვარირებს სხვადასხვა ქვეყნებში და, როგორც წესი შეადგენს თავად ფუფუნების საგნის ღირებულების 5-30%.

რომ ავსახოთ სურათი, წარმოიდგინეთ, რომ ნახმარი ჯეტი Gulfstream G280 (2014 წლის) $15 მილონად შეძენის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დამატებით $1,5 მილიონის გადახდა 10-პროცენტიანი გადასახადის სახით.

გარდა ამისა ზოგიერთი ქვეყნები, მაგალითად იტალია, იყენებს სიმდიდრის გადასახადს ასეთი ლაინერების მგზავრების მიმართაც კი. ასე რომ, თუ თქვენ მიფრინავთ კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან რომში, თქვენ მოგიწევთ გადასახადის სახით დამატებით €200 გადახდა. იგივე თანხის გადახდა მოგიწევთ მეორე გზაზე. რეგულარული რეისი შერჩევისას მგზავრები მოკლებულნი არიან მსგავს ხარჯებს.

p. 9 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

დაზღვევა – ხარჯის კიდევ ერთი მუხლი

გადახდისათვის სავალდებულო გადასახადის გარდა, ხარჯის კიდევ ერთი აუცილებელი მუხლი არის დაზღვევა. დაზღვევაზე დაზოგვის შემთხვევაში შეიძლება დარჩეთ საერთოდ არაფრის გარეშე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ფუფუნების ისეთ საგნებზე, როგორიცაა, კერძო თვითმფრინავი. თვითმფრინავის დაზღვევა არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სადაზღვევო პოლისის გაფორმება ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ფრენას აქვს ნაკლები რისკი, ვიდრე სპორტული ავტომობილის მართვას, ვინაიდან ფრენების წესები გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა ვერანაირი წესები და მოთხოვნები ვერ დაგაზღვევენ დაზიანების რისკისგან.

როგროც ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებებს თვითმფრინავის შემადგენელი ნაწილები დეტალებიც შეიძლება გაფუჭდეს და გახდეს უვარგისი. დაზღვევა დაფარავს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რომლებზეც თქვენ ვერ აგებთ პასუხს. გარდა ამისა, როგორც ნებისმიერი ტრანსპორტი, საჰაერო ხომალდიც შეიძლება მოხვდეს ავარიაში. საავიაციო შემთხვევები არიან გაცილებით უფრო სარისკო, ვიდრე გადაადგილების სხვა ხერხის შემთხვევაში და არა მხოლოდ მგზავრების უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ფიზიკური ზიანის თვალსაზრისით. რა ღირს დაზღვევა? საშუალოდ სადაზღვევო კომპანიები იღებენ ხომალდის კორპუსის ღირებულების დაახლოებით 0,3%. ამდენად, 10 მილიონი დოლარის ღირებულების ჯეტისთვის ყოველთვიური დაზღვევა იქნება $30 000. ძვირია, ხო? ამ თანხად შესაძლებელია ყოველწლიურად კარდი ახალი ავტომობილის შეძენა.

 

ტექნიკური მომსახურების ხარჯი  ძალიან მაღალია

ძვირადღირებული დანადგარები საჭიროებს ექსკლუზიურ მომსახურებას და, სამწუხაროდ, ექსკლუზიურ მომსახურება ითვალისწინებს მის მაღალ ღირებულებას. მაგრამ თქვენ არ გაქვთ სხვა ვარიანტი. თქვენ უნდა შეინახოთ ბიზნეს ჯეტი საუკეთეს ფორმაში. თქვენ ხომ არ გინდათ გაუმართავ თვითმფრინავზე ფრენით საფრთხის ქვეშ დააყენოთ თქვენი ძვირფასი სიცოცხლე, ხომ ასეა?

ამიტომ საჭიროა მკაცრად დაიცვათ მომსახურების გრაფიკი. და ეს არამხოლოდ თქვენი პირადი უსაფრთხოების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლის საკითხია. აი რატომ რემონტის და მომსახურების გრაფიკიდან გადახვევა იწვევს საფრენი ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხეს. და რა არის კარგი თვითმფრინავში, თუ ის ვერ დაფრინავს?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ხშირად არ იყენებთ საჰაერო ხომალდს ან საერთოდ არ იყენებთ მას, ზოგიერთი დეტალები კვლავ საჭიროებენ გამოცვლას. დიახ, ეს სავალდებულოა. ზოგიერთი მათგანი იცვლება ყოველკვარტლურად. გარდა ამისა საჭიროა ფრენის საათობრივ გრაფიკზე დაფუძნებული მომსახურება. ეს ნიშნავს, რომ ხარჯი გელით მანამდე, სანამ თქვენ გაქვთ კერძო თვითმფრინავი.

საშუალოდ, კერძო ლაინერების მფლობელები ხარჯავენ არანაკლებ $100 000 წელიწადში მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ხარჯების დასაფარად. ამაში არ შედის დეტალების აღდგენა და დამატებითი დანადგარები. ეს ისაა, რის გვერდზე გადადება არ შეიძლება. საწინააღმდეგო შემთხვევაში თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ თქვენს ლიცენზიას ან უარესი – საკუთარ სიცოცხლეს.

3 5 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

ბინ იმუშავებს თქვენზე?

თუ თქვენ გგონიათ, რომ მძღოლის პოვნა ბევრ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს, მოიცადეთ, სანამ არ დადგებით თქვენი კერძო თვითმფრინავის სწორი პილოტის პოვნის საჭიროების წინაშე. პილოტის დამოუკიდებელი ძიება საჭიროებს ყველა საფრენი და წინა საფრენი საჭიროების გააზრებას. კერძოდ, მოგიწევთ მისი გამოცდილების, ლიცენზიის, გარემოს და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმება. და ეს მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია! გამოცდილი პილოტები ახალბედაზე გაცილებით უფრო ძვირი ღირს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძო თვითმფრინავის შენახვა კვლავ იზრდება.

Смотрите также:  «ВИМ-Авиа» отказалась от получения допусков на полёты в Китай.

4 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

რამდენს დახარჯავთ პილოტზე და შტურმანზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რა მანძილით მოგიწევთ ფრენა. კერძო ლაინერების მეთაურები წელიწადში იღებენ დაახლოებით $200 000, გრაფიკის ფრენისა და მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში ფრენის შემთხვევაში. თუკი თქვენ ეძებთ პილოტს, რომელიც მართავს ლაინერს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მანძილზე, თქვენ უნდა გამოყოთ წელიწადში $300 000 ოდენობის ბიუჯეტი. ხოლო თუკი თქვენ გინდათ ბორტზე ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილების უნარის მქონე საფრენი ეკიპაჟი, მოგიწევთ ჩადოთ ხარჯებში კიდევ $50 000. აი სად ფუფუნება ეყრება უსაფრთხოებას. შედეგად კი დამატებითი ხარჯი შთაბეჭდილების მოსახდენად.

 

საჭიროა უამრავი ნებართვის მიღება და სხვადასხვა დოკუმენტური სამუშაოს შესრულება

იმ შემთხვევაში, თუ საგზაო პოლიციის თანამშრომლებს ექნებოდათ კერძო თვითმფრინავის გაჩერების უფლება, ისინი მოითხოვდნენ დოკუმენტების უფრო წონად პაკეტს ვიდრე მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტები. წესრიგი და ფრენის უსაფრთხოება ძალზედ მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანა იღებს ძალიან სერიოზულ ზომებს საჰაერო მოძრაობის წესების შემუშავების, პოლიტიკის წარმართვისა და მართვის უზრუნველსაყოფად. აი რატომ ერთი ქალაქიდან გადაფრენა მეორე ქალაქში ისეთივე მარტივის არ არის, როგორც იმავე მანძილის მანქანით დაფარვის შემთხვევაში.

კერძო თვითმფრინავის ფლობისთვის არ არის საჭირო მართვის მოწმობა. მაგრამ როგორც კი თქვენ გაემზადებით ფრენისთვის, დაიწყება ქაღალდის მუშაობა. მეთაური და შტურმანი არ არის ერთადერთი პირები, ვისაც ესაჭიროებათ ლიცენზია. როგორც აღინიშნა, ბიზნეს ჯეტსაც უნდა გააჩნდეს საფრენი დაშვება. ეს არის უსაფრთხოების სერტიფიკატი, მაგრამ ამით ყველაფერი არ შემოიფარგლება. ჯერ ერთი, თქვენ გესაჭიროებათ იმ აეროპორტის სააღრიცხვო მონაცემები, რომელშიც იქნება ბაზირებული და სადაც შეკეთდება ხომალდი. თუ თქვენ გადაწყვეტთ ქვეყნის საზღვრების დატოვებას ამისათვის აგრეთვე დაგჭირდებათ ნებართვა. და დაზღვევა და ამასთანავე საჭიროა საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია.

ამ მონაცემების გარეშე თქვენი ოცნება კომფორტული ფრენის თაობაზე შეიძლება წამებში იქნეს ბიუროკრატიულ კოშმარად. მათ გარეშე თქვენ გელით კოლოსალური ჯარიმები ან თუნდაც ლაინერის კონფისკაცია.

p. 6 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

ეს იგივე არ არის, რაც მდიდრული სპორტული ავტომანქანის ფლობა

თუ თქვენ ფიქრობთ კერძო თვითმფრინავის შეძენას, იმისათვის, რომ შეავსოთ თქვენი აქტივი, იმიტომ რომ სპორტული ავტომობილი უკვე საკმარისი არ არის, დაივიწყეთ ეს. თვითმფრინავის ფლობას არაფერი აქვს საერთო სპორტული ავტომანქანის ფლობასთან. მეზობლები, რომლებიც გაივლიან ღია ფარეხთან შეიძლება აღფრთოვანდნენ თქვენი მდიდრული ავტომობილით, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩაუვლის ანგარს, რომელშიც მოთავსებულია თქვენი თვითმფრინავი იქნება აეროპორტის მუშაკი ან ეკიპაჟი. თუ თქვენ არ გადაიღებთ სელფის და არ გამოაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში ბიზნეს ჯეტის ფოტოებს, ეკიპაჟი დარჩება თქვენს ერთადერთ აუდიტორიად.

კერძო თვითმფრინავი არ მოგიტანთ იგივე დაკმაყოფილებას, რასაც თქვენ განიცდით მდიდრული ავტომობილის შემთხვევაში. მაგალითად, მეზობლებს აქვთ შანსი გიხილონ თქვენ ახალი Ferrari-ის საჭესთან, ხოლო ახალ თვითმფრინავს ისინი სავარაუდოდ ვერ შეამჩნევენ. ასე რომ, თუ ტრაბახის სურვილი არის ის, რასაც თქვენ ნამდვილად ეძებთ, პირადი ლაინერის შეძენა თქვენ არ გამოგადგებათ. იქნებ სჯობია უბრალოდ უფრო პრესტიჟული ავტომობილის შეძენა? ის არ უნდა იყოს აუცილებლად ძვირადღირებული, მთავარია იმიჯი. და აქ არის არჩევანის ბევრი ვარიანტი. მაგალითად, შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი NIO EP9. ანდა შეგიძლიათ გამოაცხადოთ ნადირობა ვინტაჟურ ავტომობილებზე, როგორიცაა Ferrari,  Aston Martin ან Porsche, რომლებიც აუქციონებზე ღირს 38 მილიონ დოლარამდე. არჩევანი თქვენზეა.

მოდით ავსახოთ თითოეული გამოფრენის თვითღირებულების სურათი

მაშ ასე, თქვენ შეიტყვეთ უშუალოდ მის შეძენაზე გაწეული ხარჯების გარდა კერძო თვითმფრინავის ფლობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე. თქვენ მიიღეთ წარმოდგენა იმაზე თუ რა თანხების გაწევა მოგიწევთ წელიწადში მხოლოდ იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ხომალდი? ეხლა მოდის ავსახოთ უფრო კონკრეტული სურათი: რა დაჯდება ფრენა თვითმფრინავზე, რომელსაც თქვენვე ფლობთ?

თვითმფრინავის ექსპლუატაციის ღირებულების ყველაზე დიდი ნაწილი საწვავია. რასაკვირველია, მისი ხარჯი დამოკიდებულია თვითმფრინავის ტიპზე, რომლიც შეძენაც თქვენ გსურთ. რაც უფრო პატარა და მსუბუქია თვითმფრინავი, მით ნაკლებ საწვავს ის დახარჯავს. მაგალითად, 8-ადგილიანი ლაინერი Cessna Citation X ხარჯავს დაახლოებით 1400 ლიტრ საწვავს ფრენის ერთ საათში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საწვავზე მოგიწევთ დაახლოებით $2000 საათში გადახდა. უფრო კომპაქტური ოთხადგილიანი თვითმფრინავი Cirrus Vision SF50 კი დაჯდება $700 ფრენის ერთ საათში. მოდით ეხლა შევადაროთ ეს ხარჯები კომერციული ავიახაზის რეგულარული რეისის ავიაბილეთის ღირებულებასთან. პირველი კლასის ბილეთი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში დაჯდება დაახლოებით $400. ეს თითქმის ორჯერ უფრო იაფია ვიდრე ფრენა ყველაზე პატარა და ნაკლებად მდიდრულ თვითმფრინავზე.

თვითმფრინავის არ გამოყენება არ ნიშნავს არგადახდას

უკვე იყო ნახსენები, რომ ჯეტი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ იდგეს ანგარში. თვითმფრინავმა უნდა იფრინოს. და ერთ-ერთი მიზეზია. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაჩერება უფრო იაფი დაგიჯდება – თქვენ ცდებით. მაგალითად, თქვენ უკვე იცით, რომ ზოგიერთი დეტალი უნდა შეიცვალოს რეგულარულად, ფრენის საათების რაოდენობის მიუხედავად. ასე ტომ ცაში თუ დედამიწაზე, კერძო თვითმფრინავი ძალიან ძვირი ჯდება.

რემონტის საჭიროების წარმომშობამდეც კი პირველი, რაც თქვენ, როგორც მფლობელს უნდა გადაწყვიტოთ – სად გეგმავთ ამ საჰაერო ხომალდის გაჩერებას. თუ თქვენ არ ხართ უზარმაზარი ფარეხის მფლობელი ასაფრენ-დასაჯდომ ბილიკზე დაშვებით, თქვენ უნდა იქირავოთ ადგილი აეროპორტის ანგარში. ზოგიერთი საჰაერო სანაოსნოს პრაქტიკაში არის თვითმფრინავების ღია ცის ქვეშ გაჩერება. ეს სახელმწიფო ან კერძო ანგარზე გაცილებით უფრო იაფია და ღირს დაახლოებით $50 თვეში. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილებაა – დატოვოთ მდიდრული ლაინერი სატანადო დაცვის გარეშე ექსტრემალური ამინდის პირობების ზემოქმედების ქვეშ?

Смотрите также:  В августе лоукостеры Ryanair и Wizz Air отметили рост пассажиропотока

ანგარის ზომიდან და განლაგებიდან გამომდინარე იჯარის ღირებულება შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ საშუალოდ საიჯარო განაკვეთი შეადგენს დაახლოებით $500 თვეში. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე ევროპული მეგაპოლისის საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი იხდის ოჯახის საცხოვრებელის იჯარაში.

5 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

თუ თქვენ არ ხართ მსოფლიო მასშტაბის ვარსკლავი, თქვენ გაგიჭირდებათ თვითმფრინავის გადაყიდვა

როდესაც თქვენ ყიდულობთ სპორტულ ავტომანქანას, შემდეგ კი წყვეტთ მის გაყიდვას და უკეთესის შეძენას, გარიგება არ გახდება პრობლემა. თუ თქვენ კარგად ზრუნავდით მანქანაზე, შეინახეთ მისი მთლიანობა, რაც მოგცემთ მისი მოგებითაც კი გაყიდვის შესაძლებლობას. მაგრამ როდესაც საუბარია კერძო თვითმფრინავზე, ეს წესები არ მუშაობენ.

კი, კლასიკურ თვითმფრინავს შეიძლება გააჩნდეს უფრო მეტი ღირებულება, ვიდრე მისი შესაძენი ფასი, მაგრამ ამისათვის მოგიწევთ ათეულობით წლის განმავლობაში მისი შენახვა და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ეხლა კი თქვენ უნდა კარგად გესმოდეთ, რომ თვითმფრინავის შრომისუნარიან მდგომარეობაში შენარჩუნება ძალიან ძვირი ღირს. ასე რომ, თუ თქვენ არ გეგმავთ კერძო თვითმფრინავზე ზრუნვას რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ ის არ გახდება კლასიკა და რარიტეტი, ეს სცენარი თქვენთვის გამოუსადეგარია.

ზოგიერთი ცნობილი ადამიანები და მილიარდერები წარმატებით ყიდიან თავის კერძო თვითმფრინავებს იმიტომ, რომ მათი სახელები თავის თავზე მეტყველებენ. სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილ, თუმცა შეძლებულ ადამიანებს არ აქვთ ასეთი პრივილეგია. ამდენად, თქვენი ჯეტი შეავსებს გაყიდვაზე გამოტანილი ჩვეულებრივი ნახმარი თვითმფრინავების სიას.

ბოლოსდაბოლოს თვითმფრინავის შენახვის ხარჯები მუდმივად გაიზრდება და თქვენ მოგიწევთ ლაინერის დიდი ფასდაკლებით გაყიდვა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ ფულს. საკითხი მდგომარეობს შემდეგში: ღირს კი გადაადგილების მდიდრული საშუალება ყველა სირთულისა და უსიამოვნების?

ეს არ არის ინვესტიციის ფორმა

ჩვენ უკვე განვიხილეთ თუ რამდენად რთული შეიძლება გახდეს ნახმარი კერძო თვითმფრინავის გაყიდვის გარიგება. და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, შემცირდება შეძენის ფასთან შედარებით. ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ კერძო თვითმფრინავი არ არის აქტივი, ხოლო მისი შეძენა არ არის ინვესტიცია.

თქვენ ალბათ წაგიკითხავთ რამე კაპიტალდაბანდების ამ სახეობაზე. მაგრამ გაიგეთ სწორად: ინვესტიციები ავიაციაში გულისხმობენ ძველი ხომალდის შეძენას, მის აღდგენას და უფრო ღირებულ აქტივამდე დაყვანას. შემდგომ თქვენ შეძლებთ ან მის გაყიდვას ან თქვენი კოლექციის შევსებას ანდა კომერციული რეისების ორგანიზებას. აი ეს ინვესტიციაა. მაგრამ კერძო თვითმფრინავის შეძენა, იმისათვის, ხომ ხანდახან იფრინოთ მსოფლიოში, შემდეგ კი გაყიდოთ როგორც კი მოგბეზრდებათ – ეს არ არის ინვესტიცია. თქვენ აუცილებლად დაკარგავთ ფულს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მოახერხებთ მის გაყიდვას იმაზე უფრო ძვირად, ვიდრე შეიძინეთ, ეს არ დაფარავს ექსპლუატაციაზე და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს.

თუ ხელზე გაქვთ 10 მილიონი დოლარი, უმჯობესია ჩადოთ ის სხვა სფეროში, მაგალითად უძრავ ქონებაში. მიწის ღირებულება განაგრძობს ზრდას. ცოტაოდენ მოთმინება და საბოლოო ჯამში თქვენ შეძლებთ კაპიტალის გაზრდას.

9 - 15 მიზეზი, რომ არ შეიძინოთ კერძო თვითმფრინავი

კერძო თვითმფრინავი – ფუფუნება მხოლოდ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის

მოდით ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში: კერძო თვითმფრინავი არის ფუფუნება, რომელიც ყველასთვის არ არის განკუთვნილი. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაწიოთ ასეთი სოლიდური ხარჯი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა მოიქცეთ ასე. კერძო კეტის მფლობელი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვს ფულის დაკარგვის შესაძლებლობა (საჰაერო ხომალდის გადასახადებზე, დაზღვევაზე, ლიცენზიებზე, მომსახურებაზე და გაჩერებაზე);
  • რეგულარულად. მინიმუმ კვირაში ორჯერ იფრინოს (არამხოლოდ ქალაქებს შორის, მაგრამ, შესაძლოა, განახორციელოს კონტინეტთაშორის გადაფრენები);
  • იმუშაოს არანორმირებული გრაფიკით (რეგულარული რეისების განრიგი შეიძლება არ ემთხვეოდეს მისი მგზავრობის გრაფიკს);
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის სურვილი (არამხოლოდ გადაიხადოს, არამედ ერკვეოდეს და პასუხი აგოს დოკუმენტების პაკეტზე);
  • ყოველთვის უყოს ადამიანების გარემოში იმიტომ რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა (აქედანაც გამომდინარეობს სივრცის საჭიროება მოგზაურობის დროს);
  • არ შეიძლია იმყოფებოდეს აეროპორტში მარტო, დაცვის გარეშე, ვინაიდან ის ძალიან პოპულარულია (მას ეხვევა თაყვანისმცემლების ან მოძულეთა ჯგრო);
  • საკმაოდ ცნობილია, რომ ადამიანებს მოუნდეთ მისგან რაიმეს შეძენა.

მაშ ასე, თქვენ შეესაბამებით ნებისმიერ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს? და კვლავ გსურთ კერძო თვითმფრინავის შეძენა ?