Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?

Поиск и аренда частных самолетов

ბოლო წლებში საქმიანი ავიაცია სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთში. თუ ვისაუბრებთ ევროპასა და აშშ-ზე – იქ უკვე ვერავის გააკვირვებ კერძო თვითმფრინავის იჯარით ან შეძენითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ რეისებთან შედარებით ინდივიდუალური რეისები კვლავ რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს, ამ სერვისით მოსარგებლე პირთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
rost biznes aviacii v rossii - Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?ამის მიუხედავად ბევრი წარმატებული ადამიანი, რომელსაც აქვს საკმარისი სახსრები არ ჩქარობს ბიზნეს-ჯეტის დაქირავებას მიუხედავად იმისა, მისი უპირატესობა აშკარაა. და რა უშლით მას ხელს პერსონალური რეისებით სარგებლობაში? საქმე იმაშია, რომ საქმიანი ავიაციის სფერო ნაწილობრივ იდუმალით არის მოცული. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის რუსეთში, კერძო თვითმფრინავი ითვლება გამორჩეულ პირთა წრის, ერთგვარი მითიური «უმაღლესი კლასის» პრივილეგიად და ასოცირდება არამიწიერ ფუფუნებასთან და რაღაც მიუწვდომელად აკრძალულთან.
ამ სტატიაში ჩვენ გვინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა მთავარ მითებზე, რომლებითაც არის გარშემორტყმული საქმიანი ავიაცია და ვუარყოთ ზოგიერთი მათგანი. შესაძლოა,სწორედ ისინი გიშლიან პირველი ნაბიჯის გადადგმაში და კერძო თვითმფრინავის დაქირავების ერთხელ მაინც ცდაში იმის მაგივრად, რომ მეათასედ შეიძინოთ რეგულარული რეისის ბილეთი.
ხუთი მითი კერძო თვითმფრინავების შესახებ

მაშ ასე, მითი პირველი: კოსმოსური სიძვირე

თუ გავაანალიზებთ, შეიძლება ითქვას, რომ კერძო გადაფრენების ღირებულება სულაც არ არის კოსმიური, ის მხოლოდ ზეციური, ეს კი სრულიად ლოგიკურია. თუმცა ამ მოსაზრებას ჩვენ ნაწილობრივ ვუარობთ ქვემოთ. პირველ რიგში, თვითმფრინავი, მართლაც, ძალიან ძვირია ექსპლუატაციაში, ამიტომ ნუ ფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ რეისზე დახარჯული თანხა წავა საჰაერო ხომალდის ჯიბეში. არა, ის წავა სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ კი: ტექნიკური მომსახურების და დასუფთავების, უშუალოდ გამოფრენის წინ და გაჩერების პერიოდში უსაფრთხოების დეტალურ შემოწმებაზე, ეკიპაჟის მუშაობის, საწვავის, ანგარში შენახვის, აეროპორტში გაჩერების და კიდევ თქვენ მიერ დაკვეთილი ყველა დამატებითი მომსახურების ანაზღაურებაზე.

chastniu samolet - Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?

შედეგად, თანხა ნამდვილად გამოდის საკმაოდ მაღალი. თუმცა ზოგად შეცდომად ითვლება ის, რომ ინდივიდუალურ რეისზე ვერაფრით ვერ ხერხდება ეკონომია. ძალიანაც შეიძლება, და ეხლა ჩვენ გიამბობთ როგორ.
პირველ რიგში არსებობს შესანიშნავი სისტემა – Empty Legs, რომლიც თაობაზეც ბერს არასდროს არც სმენია. ის იძლება კერძო გადაფრენის ღირებულების 75%-მდე ეკონომიის შესაძლებლობას და ეს სულაც არ არის სარეკლამო ტრიუკი. «ფოკუსის» არსი არ რაში მგომარეობს: თქვენ უკვეთავთ თვითმფრინავს, რომელიც ცარიელი ახორციელებს იძულებით რეისს გარკვეული მიმართულებით. მიზეზი, რომლის გამოც ის ამას აკეთებს შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად, ვიღაცამ დაჯავშნა გადაფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით. ან სამგზავრო თვითმფრინავმა მიაწოდა რაღაც ტვირთი და შესაძლოა ავადმყოფი მკურნალობის ადგილამდე და ეხლა, მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდება «სახლში».
ერთი სიტყვით, სიტუაციები არის უამრავი და აღნიშნულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თუ რატომ საჰაერო ხომალდი ბრუნდება ცარიელი. მნიშვნელოვანია სათანადოდ ისარგებლოთ ამით და გაფრინდეთ კერძო თვითმფრინავით იმ ფასად, რომელიც შედარებითია რეგულარული რეისის ეკონომ-კლასის ადგილის ღირებულებასთან ანდა ბიზნეს-კლასის ფასზე ნაკლებია!
ამოისათვის საკმარისია უბრალოდ მიმართოთ კომპანიაAVIAV TM (Cofrance SARL)-ს. ამ რუსულენოვანი ევროპული ავიაბროკერის საიტზე ყოველთვის განთავსებულია აქტუალური ინფორმაცია იმ საჰაერო ხომალდების თაობაზე, რომლებიც მიემგზავრებიან სადმე სისტემა Empty Legs-ით. თქვენ ნახავთ მიმართულებასაც, თარიღსაც და მოდელს და დაგჩრებათ მხოლოდ გაოცდეთ ფასით, რომელიც ჩვეულზე რამდენჯერმე უფრო იაფი იქნება, და რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ შეკვეთა. თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე სახის კითხვები ანდა რაიმე გაუგებარი იქნება, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერს ონლაინ ან ტელეფონით და განიხილოთ მოგზაურობის ყველა დეტალი.
რასაკვირველია, Empty Legs-ის რეისებს აქვს გარკვეული მინუსები. პირველ რიგში, თქვენ უნდა მოერგოთ მათ ისევე, როგორ რეგულარული რეისების შემთხვევაში. კერძოდ კი, ეძებოთ არის თუ არა საჭირო თარიღში ხელსაყრელი რეისები თქვენთვის საჭირო მიმართულებით. გარდა ამისა, თუ მარშრუტი პოპულარულია, ბევრია ბიზნეს-ჯეტზე, გასეირნების მსურველი მაგალითად ათას ევროდ მაშინ, როდესაც იჯარის ჩვეულებრივი ფასი იწყება 20 ათასი ევროდან, შესაბამისად საჰაერო ხომალდი შეიძლება «ხელიდან გამიტაცონ».
და თუ თქვენ არ გაგიმართლათ Empty Legs-უს შემთხვევაში, მოგიწევთ კერძო გადაფრენის დროს ხარჯების შემცირების სხვა ხერხის ძიება. და ეს იქნება ეკონომია ფუფუნებაზე. ხაზს გავუსვამთ: კომფორტზე კი არა, არამედ ფუფუნებაზე. მას ჩვენ განვიხილავთ შემდეგ სტატიაში.

Смотрите также:  Embraer займется электрическими самолетами

მითი მეორე: არამიწიერი ფუფუნება

მაშ ასე, ჩვენ მივედით მეორე პუნქტთან: აბსოლუტურ უმეტესობაში გადაფრენები კერძო თვითმფრინავზე ასოცირდება არამიწიერ ფუფუნებასთან. თუმცა ფუფუნება და სიძვირე ყოველთვის არ არიან სინონიმები. და თუ თქვენ შეუკვეთეთ პერსონალური რეის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოხვდებით მფრინავ სასახლეში ბორზე ოქროს აუზით.

ბევრი კერძო თვითმფრინავი ინტერიერით მიაგავს ჩვეულებრივ ბიზნეს-კლას. იქ კომფორტულია, მაგრამ მეტი არაფერი. ასეთი ჯეტები ორიენტირებულია საქმიან მოგზაურობაზე და რა არის საჭირო ასეთი გადაფრენის დროს? მოხერხებული სავარძელი, რომელიც შეიძლება გადაიწიოს ან (ყოველთვის არა) გარდაიქმნას ლოგინად, მაგიდა სადილისა და მუშაობისათვის, ინტერნეტი, ეკრანი, რომ ნახოთ ფილმი, მოკლედ არაფერი ექსტრაორდინალური. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის ხარისხი, მაგრამ აქ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: ნებისმიერ შემთხვევაში მომსახურების დონე პერსონალურ ჯეტზე გათვლილია VIP-სტუმრებზე.

gj p4aim 07 0 - Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?
კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) ყოველთვის სთავაზობს თავის კლიენტებს იაფ დამატებით მომსახურებას, რომლებიც ხანდახან საერთოდ წარმოდგენილია ბონუსის სახით. მაგალითად, ტრანსფერი გასვლის-ჩამოსვლის აეროპორტში, აეროპორტის VIP-დარბაზში გაჩერება, სამედიცინო დაზღვევისა ან ვიზის გაფორმება, თარჯიმნის დახმარება და ა. შ. მაგრამ ნუ აგერევათ ერთმანეთში საჭიროება და ფუფუნება. მაგალითად, ბორტზე სადილი ძვირადღირებული რესტორნიდან და ექსკლუზიური ალკოჰოლი შესაძლებელია ზედმეტი ათასი ევრო ღირდეს და მხოლოდ ამ ერთ პუნქტში, ხოლო დამკვეთს შეიძლება გაუჩნდეს ძალიან ბევრი სხვა დამატებითი მოთხოვნა.
და ია როდესაც აღნიშნული «სტანდარტული კომპლექტი» თქვენთვის არასაკმარისია – მოემზადეთ მეტის გადახდისათვის. თუ ბორტზე თქვენ გჭირდებათ ნომერი, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ჯაკუზი, თეთრი როიალი ან დალაქი საყვარელი ძაღლისთვის – რასაკვირველია, მოგიწევთ ამაზე შესაბამისი თანხის გადახდა. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-თვის არ არსებობს პრაქტიკულად არაფერი შეუძლებელი და თუ თქვენ დაგჭირდებათ თვითმფრინავი შადრევნით ან ცოცხალი ფორთოხლის ხეებით ბორტზე, თქვენთვის ასეთსაც მოიძიებენ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია.
გადაფრენა კერძო თვითმფრინავით გულისხმობს კომფორტს და თავისუფლებას: თქვენთვის მოსახერხებელია, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი თქვენი საქმით, თქვენ არ გიშლიან არასასიამოვნო მეზობლები იმიტომ, რომ თქვენ მიფრინავთ იმ ადამიანების გარემოში, რომლებიც თავად აირჩიეთ. მუშაობა, დაძინება, ურთიერთობა ქსელში, ფილმის ყურება ან თათბირის ჩატარება – კი ბატონო. ინდივიდუალური გადაფრენის დროს თქვენ ზოგავთ დროს, ძალებს და ნერვებს, მაგრამ სავარაუდოდ არ იქნებით ეიფორიაში არამიწიერი ბედნიერებისაგან და არ დატკბებით მეფეების მდიდრული ცხოვრებით.
კერძო გადაფრენის დროს დაზოგვის ხერხებზე (დამატებითი ძვირადღირებული მომსახურების გარდა) საუბრისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ თავად თვითმფრინავის შერჩევა. მაგალითად, ერთი და იგივე მოდელი Embraer Legacy 650, ან Falcon 900 DX, ან Challenger 605, ან Cessna Citation XLS+ შეიძლება დაჯდეს გაცილებით უფრო იაფი, ვიდრე უფრო გვიანდელი წლების გამოშვების პრაქტიკულად იგივე მოდელი.
ხოლო თუ თვითმფრინავი საკმაოდ მოძველდა, გადაფრენა მასზე საერთოდ ორჯერ უფრო იაფი ეღირება. რასაკვირველია, შეარჩიოთ თუ არა «მობერებული» მოდელი – თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი საჰაერო ხომალდი გადის უსაფრთხოების დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას, ხოლო ინდივიდუალური მარშრუტის შემთხვევაში ის ექვემდებარება უფრო მკაცრ კონტროლს. ამიტომ «ბებრების» შიშის განსაკუთრებული მიზეზი თქვენ არ გაქვთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევთ მხოლოდ თქვენ. რომელი ვარიანტიც არ მოგეწონებათ, კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) სიამოვნებით შემოგთავაზებთ მას.
Fotolia 102481163 Subscription Monthly M - Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?

 

მითი მესამე: არ არის დროის ეკონომია

ისინი, ვისაც არ უქირავებია კერძო თვითმფრინავები თვლიან, რომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცედურაა. თუმცა სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. საჭიროა მხოლოდ ერთხელ მიმართოთ კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-ში, რათა დარწმუნდეთ, რომ ინდივიდუალური რეისის დაკვეთა კლიენტისათვის სწრაფი და მარტივი პროცედურაა.

Смотрите также:  Россия и Египет восстанавливают авиасообщение

პირველ რიგში, თქვენ არ მოგიწევთ არაფრის დამოუკიდებლად გაკეთება: საკმარისია დაუკავშირდეთ მენეჯერს, დაასახელოთ გამოფრენის და დანიშნულების პუნქტები, დრო, თარიღი და მგზავრების რაოდენობა. ამის შემდეგ თანამშრომელი მალევე გამოგიგზავნით კომერციულ წინადადებას, რომელშიც იქნება არანაკლებ ათი ვარიანტი საკმაოდ დეტალური აღწერით. თქვენ მაშინვე ნახავთ ორივე გზის გადაფრენის ფასს (რასაკვირველია, მთელი საჰაერო ხომალდისათვის და არა თითო მგზავრზე), თვითმფრინავების სხვადასხვა მოდელები მათი გამოშვების წლების მითითებით, სალონში ადგილების რაოდენობას და თქვენი მოგზაურობის ხანგრძლიობას.
ბმულზე გადასვლისას თქვენ შეგიძლიათ მაშინვე გაეცნოთ თითოეულ მოდელს, სალონის ინტერიერს და მის კომფორტის დონეს და გაანალიზოთ გამოდგება თუ არა ის თქვენთვის. მსგავსი მოქმედებები რამდენიმე წუთს იკავებს, ამასთანავე სხვადასხვა თვითმფრინავის შეფასება ძალიან საინტერესოა. შესაფერისი საჰაერო ხომალდის შერჩევის შემდეგ უნდა განმეორებით დაუკავშირდეთ კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერს და დაასრულოთ შეკვეთა. ხელშეკრულება იდება ინტერნეტით, გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მოკლედ მთელი პროცესი სულ ცოტა დროს იკავებს.
მოხერხებულობა მდგომარეობს იმაში, რომ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ შეკვეთის გაფორმებიდან რამდენიმე საათში. ცხოვრებაში ხომ სხვადასხვა სიტუაციები ხდება. ხანდახან საჭიროა სადმე სასწრაფოდ ჩასვლა და არ აარის არც ერთი ზედმეტი წუთი. ამ შემთხვევაში კერძო რეისი შესანიშნავი გამოსავალია.
ყველასთვის ცნობილია, რომ რეგულარული რეისებით მოგზაურობისას ყველზე მეტ დროს საჰაერო მოგზაურობაში იკავებს დათვალიერებისა და შემოწმების დამღლელი პროცედურები აეროპორტში. ხანდახან ის თავად გადაფრენაზე მეტ დროს იკავებს. ბევრი ფიქრობს, რომ საჰაერო ხომალდის იჯარისას იგივე ხდება და საჭიროა რამდენიმე საათიანი ლოდინი თვითმფრინავის გამგზავრებამდე. მაგრამ ეს მცდარი აზრია!

Fotolia 112920354 Subscription Monthly M - Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?
კერძო თვითმფრინავის დაქირავებისას საკმარისია აეროპორტში მივლა გამოფრენამდე 15 წუთით ადრე. იქ კი კომფორტული ავტომობილი, რომელსაც შემოგთავაზებთ AVIAV TM (Cofrance SARL). ბარგის დათვალიერების პროცედურა ორ-სამ წუთზე მეტს არ დაიკავებს, ხოლო საპასპორტო კონტროლი ეს საერთოდ ერთი წამის საქმეა. ამდენად, საჰაერო ნავსადგურში წინასწარ მისვლა სულ არ არის საჭირო.
თუ კი თქვენ მაინც მოინდომებთ აეროპორტში წინასწარ მისვლას, მაგალითად დიუთი ფრიში შესვლისთვის, კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) შემოგთავაზებთ VIP კლასის მგზავრების დალოდების დარბაზს, იქვე თქვენ შეძლებთ დასვენებას კომფორტულ გარემოში, სადილის შეკვეთას საყვარელი რესტორნიდან ან კომპიუტერზე მუშაობას.
არსებობს, რასაკვირველია, სიტუაციები, როდესაც კერძო ხომალდი ვერ მოფრინავს. მას მიეკუთვნება არასაფრენი ამინდი. ამას გაგებით უნდა მოეკიდოთ. სასწაული არ ხდება და AVIAV TM (Cofrance SARL) კი მოკლებულია შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს ამინდზე: დააწყნაროს გრიგალი, თავიდან აიცილოს ჭექა-ქუხილი ან ქარიშხალი. ეს არის თქვენი უსაფრთხოების საკითხი და ეკიპაჟს არ აქვს უფლება დაარღვიოს არსებული წესები და საფრთხის ქვეშ დააყენოს საკუთარი და თქვენი სიცოცხლე.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კერძო გადაფრენა ზოგავს თქვენს ძალებსა და ნერვებს, იმიტომ რომ საბოლოო ჰამში ესეც არის დროის ეკონომია. გაიხსენეთ რამდენჯერ ჩაფრენილხართ საჭირო ადგილში დაშლილი და დანგრეული და ვერაფერზე ვერ ახდენდით კონცენტრაციას, როდესაც გინდოდათ სასწრაფოდ დაგეძინათ. ჩვეულებრივი რეისი ეს ყოველთვის გარკვეული სტრესია: დისკომფორტი, არასასიამოვნო მეზობლები, ხმაურიანი ბავშვები, უცხვირპირო პერსონალი და ამასთანავე საეჭვო ხარისხის საჭმელი. იქ საუბარიც კი არ არის მუშაობაზე, მოწესრიგებაზე, კარგ სადილზე და ცოტა თუ ახერხებს დაძინებას. ამდენად, დანიშნულების პუნქტში ჩასვლისას თქვენ ოცნებობთ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ ლოგინამდე და ხარჯავთ ენ რაოდენობის დროს ძალების აღდგენაზე.
ყოველივე ამას თქვენ გარანტირებულად აარიდებთ თავს კერძო გადაფრენის შემთხვევაში. იქ თქვენ შეძლებთ დაძინებას ან უბრალოდ სრულ სიჩუმეში ჯდომას, საჭიროების შემთხვევაში კი – მუშაობას, საჭირო ადამიანებთან ინტერნეტით დაკავშირებას, შხაპის მიღებას და კიდევ ბევრ რამეს. არავინ არ შეგაწუხებთ და არ დაარღვევს თქვენს სიმშვიდეს. თქვენ ჩახვალთ დანიშნულების პუნქტში მხე, აღსავსე ძალებით და დასვენებული და მაშინვე შეძლებთ შეუდგეთ ნებისმიერ საქმეს.

Смотрите также:  Будут ли авиакомпании взвешивать пассажиров?

მითი მეოთხე: უსაფრთხოების დაბალი დონე

როგორც უკვე ითქვა, საქმიანი ავიაციის სამყარო ბევრისთვის იდუმალებით არის მოცული. მართლაც, რა ხდება იქ? ვინ რაზეა პასუხისმგებელი? ამასთან დაკავშირებით იბადება უამრავი მოსაზრება და საშინელი «ვერსია». «ხომალდის მფლობელისათვის მთავარია შემოსაავლის მიღება, ფიქრობენ პოტენციური მოგზაურები. – ის არ იზრუნებს მგზავრების უსაფრთხოებაზე, მისთვის ფულია მთავარი. და კიდე, ის დასვამს საჭესთან ახალბედა პილოტს, რომ არ უხადოს მას დიდი ხელფასი. ბროკერი კი ეს საერთოდ შუამავალია, ის მითუმეტეს არაფერზე აგებს».
Fotolia 124146310 Subscription Monthly M 1024x682 - Аренда частного самолета. Что мешает Вам арендовать бизнес-джет?
მეორე «შიშის ფაქტორია» – საჰაერო ხომალდის პატარა ზომები. «როგორ შეიძლება შევადაროთ 300 ადგილიანი უზარმაზარი «ბოინგი» და 15 მგზავრზე გათვლილი რაღაც Falcon 900 DX? – ფიქრობენ პოტენციური დამკვეთი. – პირველი მიფრინავს ტრამვაიზე უფრო სწორად და მას ხელს არ უშლიან ბუნების კატაკლიზმები. ხოლო, თუ «ცეროდენა» მოხვდება ჭექა-ქუხილში ან «რყევაში», რა მოუვა მას? აუცილებლად უბედურება მოხდება!»
მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა მსგავსი მოსაზრება სრული სისულელეა. მფლობელისთვის, რასაკვირველია, სულ ერთია თუ ვინ მიფრინავს მისი ხომალდის ბორტზე და შემოსავლის მიღება მისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ის თავადაც პერიოდულად სარგებლობს ამ თვითმფრინავით და მას სულაც არ უნდა საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. გარდა ამისა, მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა ზიანი მიადგება პატრონს, თუ ის დაკარგავს 30-50 მილიონი დოლარის ღირებულების თავის თვითმფრინავს!
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მას ყველა ინაწილებს: ეკიპაჟიც, ტექნიკური სამსახურებიც, ავიაბროკერიც, და თავად მფლობელიც. არაფერი შემთხვევითი არ არის. ყოველი გამოფრენის წინ საჰაერო ხომალდმა უნდა გაიაროს ყველა აუცილებელი ტექნიკური შემოწმება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ არ მისცემენ გაფრენის უფლებას. რაც შეეხება ეკიპაჟს, კერძო რეისებისათვის აჰყავთ უფრო კვალიფიციური ეკიპაჟი, ვიდრე რეგულარული რეისებისათვის. საქმიან ავიაციაში უღებენ მხოლოდ იმ პილოტებს, რომლებსაც გააჩნიათ მუშაობის სოლიდური გამოცდილება სამოქალაქო ავიაციაში, გარდა ამისა ისინი მუდმივად გადიან ატესტაციას და ჯანმრთელობის მდგომარების შემოწმებას. სწორედ ეს ეხმარება ყველა რისკის მინიმუმამდე დაყვანაში.

ხოლო ტურბულენტობის ან ჭექა-ქუხილის ზონაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი

თვითმფრინავი. პატარა საჰაერო ხომალდი მართლაც ექვემდებარება უფრო დიდ ზემოქმედებას, ვიდრე დიდი ავიალაინერი, მაგრამ მართვის თანამდეროვე სისტემები იძლევიან ჭექა-ქუხილის ფრონტში, ღრუბელში ან ძლიერი ქარის არეალში მოხვედრის თავიდან აცილებაში. თავის მხრივ გამოცდილი პილოტები აკეთებენ ყველაფერს, რათა მგზავრებმა არ შეამჩნიონ ეს, თუკი ისინი მაინც აღმოჩნდებიან ასეთ სიტუაციაში. მათი გამოცდილებითა და უნარებით მათ ეს ადვილად გამოსდით.

მითი მეხუთე: უფრო მომგებიანი თვითმფრინავის ყიდვა

ბევრი ფიქრობს, რომ იჯარა მიზანშეუწონელია დაა თვითმფრინავის პერიოდულად დაქირავებაში ფულის ხარჯვის ნაცვლად უმჯობესია მისი შეძენა. ეს, მართლაც არის უფრო მომგებიანი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაფრინავთ მუდმივად: ყოველ კვირა ან უფრო ხშირად. ამ შემთხვევაში საკუთარი საჰაერო ხომალდის შეძენა შეიძლება გახდეს აუცილებლობა, ხოლო კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) სიამოვნებით დაგეხმარებათ შესაფერისი მოდელის შერჩევაში და ყიდვა-გაყიდვის გარიგების პროცედურის თავიდან ბოლომდე მომსახურებაში.