ავიაგადაფარენები დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის: რეკომენდაციები და სავალდებულო

ფრენის დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირებმა შეიძლება განიცადონ გარკვეული სირთულეები, ამიტომ ისინი საჭიროებენ მუდმივ კონტროლს და პოტენციურ სამედიცინო დახმარებას. რასაკვირველია, არამხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, არამდე სხვა დაავადებების და ინვალიდობის მქონე მგზავრებიც შეიძლება აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციაში სახლისა და უახლოესი კლინიკიდან მოშორებით. მაგრამ სწორედ ის, ვისთვისაც ცნობილია მისი დიაგნოზის წინასწარ უნდა შეატყობინოს გადამზიდავი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ასე კომპანიის ეკიპაჟი დაა კერძო ავიაციის წარმომადგენლები შეძლებენ სიფრთხილის ყველა ზომის მიღებას, რათა შეამსუბუქონ შაქრიანი დიაბეტის და სხვა დაავადებების მკურნალობა ფრენის დროს.

უდავოდ, არსებობს რიგი სხვა მნიშვნელოვანი ზომა, რომლებიც უნდა მიიღონ სხვადასხვა ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა. აი რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული ასპექტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ სიცოცხლის გადარჩენაში.

საჭირო დოკუმენტაციის არსებობა

დაავადებებისა და ინვალიდობის მქონე მგზავრებისათვის რეკომენდირებულია დაავადების ისტორიის (სამედიცინო ბარათის) და მისთვის გამოწერილი მედიკამენტების ნუსხის მუდმივად თან ქონა. თუ არ არსებობს საშუალება ორიგინალების მუდმივად თან ქონა, ტელეფონში შენახული ასლი იქნება ამის შესანიშნავი ალტერნატივა. გარდა ამისა სასურველის წამლების ქიმიური დასახელებების ჩაწერა, ვინაიდან არ შეიძლება დარწმუნებული იყოთ სხვა ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული იმავე წამლის ინგრედიენტების შემადგენლობაში.

Авиаперелеты для диабетиков: рекомендации и обязательные требования

სიფრთხილის ზომის სახით და საგანგებო შემთხვევისათვის შაქრიანი დიაბეტის კონტროლის საჭიროების მქონე პაციენტებს თან უნდა ჰქონდეს კონტაქტების (პროფესიული და პირადი) ნუსხა, ძირითადი მკურნალი ექიმის კონტაქტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მიემგზავრება სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკაში – სამედიცინო წარმომადგენლის კონტაქტები. ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ავადმყოფების სპეციალიზებული გადაზიდვით ან კომერციული გადაფრენებით დაკავებული კომპანიის წარმომადგენლები მიმართავენ მკურნალობის საკითხში რაიმე ორაზროვანი სიტუაციის წარმოშობისას. აღსანიშნავია, რომ მსგავს ზომებს გადამზიდავის თანამშრომლები მიმართავენ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

ყველა საჭირო ნივთის (დოკუმენტები, რეცეპტები, მედიკამენტების) შეფუთვა

კომერციული ავიარეისით მგზავრობისას და კერძო თვითმფრინავის ბორტზე შეიძლება ძალიან ბევრი ნივთის ატანა, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პირველი საჭიროების ნივთები, რომლებსაც უდავოდ მიეკუთვნება სიცოცხლის უზრუნველმყოფი მედიკამენტები, რომლების მუდმივად უნდა გქონდეთ თან. თქვენ უნდა გქონდეთ საკმარისი ადგილი ნებისმიერი სამედიცინო დანადგარების, წამლებისა და მედიკამენტებისათვის, რომლებიც საჭიროა გლუკოზის დონის კონტროლისათვის.

კვების რაციონის დაგეგმვა

დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია გლუკოზის დონის მხარდაჭერა, ამიტომ ფრენის დროს ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ კვებას. და თუ კერძო თვითმფრინავის მგზავრს შეუძლია წინასწარ შეუკვეთოს კვება, რომელიც ოპტიმალურად გამოდგება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, კომერციული ავიარეისებით მოგზაური ავადმყოფების შემთხვევაში უნდა თავად იზრუნონ მენიუზე. წინასწარ უმჯობესია დაუკავშირდეთ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, რათა დააზუსტოთ თუ რომელი კვების პროდუქტების შეტანა არის ნებადართული საჰაერო ხომალდის ბორტზე. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის იქონიეთ თან სნეიქი მსუბუქი ხემსისთვის და სითხე, რომლებიც დაგეხმარებიან გლუკოზის დონის დარეგულირებაში.

ინსულინის პომპის დარეგულირება

აფრენისა და დაჯდომის დროს იცვლება წნევა, რის შედეგადაც სისხლში შეიძლება ამოფრქვეულ იქნას მეტი ინსულინი. ამიტომ აღნიშნულ ინტერვალზე უმჯობესია ინსულინის პომპის გათიშვა. აუცილებლად გათიშეთ პომპა, თუ ხედავთ სიმაღლის ცვლილების გამო წარმოშობილ ბუშტუკებს. წნევის მსგავსმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტის ზედოზირება.

ვიზიტი მკურნალ ექიმთან

ვიზიტი ექიმთან მგზავრობის წინ არის ნებისმიერი დიაბეტით დაავადებული ავადმყოფის პროგრამის აუცილებელი პუნქტი. ვიზიტის დროს სთხოვეთ სპეციალისტს გაწეროს ინსულინოთერაპიის გეგმა საათის სარტყელისა და კლიმატური ზონების ცვლილების გათვალისწინებით. გარდა ამისა უნდა სთხოვოთ ახალი რეცეპტები და ზედმეტი არ იქნება კონსულტაცია იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატისა და საათის სარტყელის ცვლილებამ ჯანმრთელობაზე.

აგრეთვე ძალზედ სასურველია მიიღოთ ექიმისაგან წერილი, რომელსაც შემდგომში თქვენ შეძლებთ წარუდგინოთ სატრანსპორტო უსაფრთხოების წარმომადგენლებს, რომელშიც ნახსენები იქნება ბორტზე შპრიცების, ინსულინის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების ატანის აუცილებლობა. ეს დაგეხმარებათ დიაბეტის არა მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობაში, არამედ მოხსნის უამრავ კითხვას აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების გავლისას. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ ესტუმროთ გამოფრენის აეროპორტის საიტს, რათა მიიღოთ ინფორმაცია კომერციული ხომალდის ბორტზე გადასატანად ნებადართული საგნების თაობაზე. ეს დაგეხმარებათ შემოწმების პროცესის უკეთ გავლაში. კერძო ავიაციის მომხმარებლებს შეუძლიათ შესაბამისი კითხვების დასმა გადაზიდვისათვის ან აგენტისათვის, რომელიც ეხმარება  კერძო თვითმფრინავის დაქირავებაში.

შეიძინეთ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი

საგანგებო შემთხვევებში, შესაძლოა თქვენ მოგიწევთ ათასობით დოლარის გადახდა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებასთან საავიაციო სასწრაფო დახმარებით მიწოდებისათვის. უდავოდ, ავადმყოფების ავიაგადაზიდვა არის ძვირადღირებული პროცესი და ის ყოველთვის არ იფარება სადაზღვევო პოლისით. როდესაც მოხდება რაიმე მსგავსი, თქვენ იმდენად იქნებით მოცული პანიკით და ვერ შეძლებთ მომენტალურად მიმართოთ ვინმეს დახმარებისთვის.

გამოსავალი ერთია: ანამნეზში შაქრიანი დიაბეტის ნაირი ამდენად სერიოზული დიაგნოზის არსებობისას და როდესაც იცით, რომ თქვენ გელით ხშირი საავიაციო ფრენები, უმჯობესია განიხილოთ სადაზღვევო სამედიცინო პოლისის შეძენის საკითხი, რომელიც დაფარავდა ავადმყოფების ავიაგადაზიდვას. ალტერნატიული ვარიანტი – სამედიცინო რეპატრიაციით დაკავებული სატრანსპორტო კომპანიის პროგრამაში გაწევრიანება.

თუ თქვენ დაგრჩათ ეჭვები და კითხვები სამედიცინო ავიაციის მუშაობასა და მომსახურებასთან დაკავშირებით, მიმართეთ კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV)-ს, რომლის სპეციალისტებიც დაგეხმარებიან თქვენი საჭიროებებისათვის ოპტიმალურად მორგებული პროგრამის შერჩევაში.

ოლღა შოშინა

ავიაგადაფარენები დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის: რეკომენდაციები და სავალდებულო |