კერძო ავიაცია რუსეთში 2018, არის თუ არა ცვლილებები უკეთესობისკენ?

Поиск и аренда частных самолетов

წამყვანი ევროპული ავიაბროკერული კომპანიის AVIAV TM (Cofrance SARL) დირექტორის ვიტალი არქანგელსკის ინტერვიუ რუსეთსა და მსოფლიოში კერძო ავიაციის არსებობისა და განვითარების თავისებურებების შესახებ. წლის შედეგების შეჯამება კომპანიის საქმიანობაში.

itogi 1 - კერძო ავიაცია რუსეთში 2018, არის თუ არა ცვლილებები უკეთესობისკენ?

საქმიანი ავიაციის ბაზარი რუსეთში განიცდის არც თუ ისე კარ პერიოდს. განახლდება თუ არა მოთხოვნა კერძო ფრენებზე, როგორ მიდის საქმე ინდივიდუალურ რეისებთან დაკავშირებით ევროპაში, ამის შესახებ გვიამბო წამყვანი ფრანგული ბიზნეს-ავიაციის ცენტრის AVIAV TM (Cofrance SARL)-ის დირექტორმა ვიტალი არხანგელსკიმ.

– ბატონო ვიტალი როგორი იყო AVIAV TM (Cofrance SARL) კომპანიისთვის 2018 წელი? რამე შეიცვალა საქმიანი ავიაციის სამყაროში? დეკემბერი – წლის შედეგების შეჯამების დროა…

– დაძაბული წელი იყო, მცირე სიურპრიზებით, გარკვეული მიღწევებით. თუ ვისაუბრებთ AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მუშაობაზე, ყველაფერი მიდიოდა დაახლოებით ისე, როგორც იგეგმებოდა.

– მართალია, რომ წელს რუსეთში მოთხოვნა კერძო ფრენებზე მკვეთრად შემცირდა?

– მკვეთრად? სულაც არა. მოთხოვნა მცირდება სტაბილურად უკვე დაახლოებით ხუთი წელი, თუ კონკრეტულად რუსეთზე ვსაუბრობთ. აი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, მოთხოვნა იზრდება. ევროპაში რჩება დაახლოებით ერთსა და იავე დონეზე. ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში – სხვადასხვაგვარად ხდება. ჩვენ ფსონს ვდებდით უზბეკეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, ყირგიზეთზე, ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე. უზბეკეთსა და აზერბაიჯანში ინტერესი საქმიანი ავიაციის მიმართ იზრდება. ჩვენ გვყავს ბევრი კლიენტი რუსეთიდან, მაგრამ კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მუშაობს მთელ მსოფლიოში.

– ნუთუ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება რუსეთში არ აისახა საქმიანი ავიაციის ბაზარზე?

– რა თქმა უნდა, აისახა. სწორედ ამის შესახებ მინდოდა მეთქვა. ჩემპიონატის ჩატარების დროს კერძო რეისების რაოდენობა რუსეთის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენც გვქონდა შეკვეთები რამდენიმე ქვეყნიდან. ასეთი მოვლენას არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ინტერესი და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიებმა გაზარდეს ჩვეულებრივი ჩარტერების რაოდენობა, მოიძებნა ჩემპიონატზე პერსონალური ბიზნეს-ჯეტით მოგზაურობის ბევრი მსურველი.

– ჩემპიონატის გარდა? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქმიანი ავიაციის ბაზარი რუსეთში ამჟამად კრიზისს განიცდის?

– ჩვენ სიტუაციას ოპტიმისტურად ვუყურებთ. რა თქმა უნდა, სტატიკური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მოქმედებს საქმიანი ავიაციის ბაზარზე არც თუ ისე კარგად. მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ეს წელი იყო რამდენიმე წინა წელთან შედარებით, და არა მარტო მუნდიალის გამო. მაგალითად, სექტემბერში ვლადივოსტოკში ტარდებოდა ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც ძალიან ბევრი მონაწილე გაემგზავრა ინდივიდუალური რეისებით. იყო აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები რუსეთში და საზღვარგარეთ, რომლებზეც დასწრება აუცილებელი იყო, მაგალითად, მსხვილი მეწარმეებისა და სხვა ჩვენი VIP-კლიენტებისთვის. როგორც წესი, ბიზნეს-ავიაციისადმი ინტერესის ზრდა შეიმჩნევა სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების პერიოდებში. არის იმედი, რომ ეს წელი გაცდება გარდატეხის წელი, და შემდგომ წლებში აღინიშნება მცირე ზრდა ამ სექტორში.

itogi 2 - კერძო ავიაცია რუსეთში 2018, არის თუ არა ცვლილებები უკეთესობისკენ?

– რასთან არის დაკავშირებული მსგავსი ოპტიმისტური მოლოდინები?

– საერთო ტენდენციასთან. როგორც უკვე ვთქვი, წელს ხანგრძლივი გაყინვის შემდეგ დაიწყო კერძო ფრენების შეკვეთების მცირე ზრდა, და ისიც თუ არ გავითვალისწინებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. შეინიშნება პრიორიტეტების ცვლა: თუ ადრე რუსეთის დამკვეთები ძირითადად დაფრინავდნენ საზღვარგარეთ, ახლა დახურული ჩარტერის უმრავლესობა შიდა რეისებზეა, განსაკუთრებით იქ, სადაც ავიაკომპანიები არ სთავაზობენ პირდაპირ მარშრუტს.

შესაძლოა, ეკონომიკური სტაგნაციის სურათიც საბოლოოდ შეიცვლება უკეთესობისკენ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა ამის იმედი მქონდეს. ჩვენი კომპანიის AVIAV TM (Cofrance SARL)-ის არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე, ეს კი დაახლოებით ათი წელია, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ სწორედ რუსეთის კლიენტებთან. ბოლო რამდენიმე წელი, თუ არ ჩავთვლით ამ წელს, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, იყო არც თუ ისე წარმატებული, არც ჩვენი კლიენტებისთვის, არც ჩვენთვის. მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ უმჯობესდება, ინდივიდუალური რეისების რაოდენობა იზრდება, და არსებობს ობიექტური ვარაუდი, რომ ასეც გაგრძელდება.

– თქვენ ბრძანეთ, რომ რუსეთში შეიცვალა კერძო ავიაციის ფრენის გეოგრაფია. არის თუ არა კიდევ სხვა რაიმე ცვლილებები?

– ეს ცვლილება უმთავრესია და საკმაოდ პრინციპული. დღევანდელ დღეს რუსეთიდან დამკვეთთა თითქმის ნახევარი დაფრინავს ქვეყნის შიგნით. ადრე ასეთი რამ არ იყო. კიდევ – ძალიან აქტიურად ვითარდება ჩინეთის მიმართულება. თუ ხუთი წლის წინ კერძო რეისების უმრავლესობა იყო ევროპის მიმართულებით, თანაც მსხვილ დედაქალაქებში, მაგალითად ლონდონსა და პარიზში, დღესდღეობით თვითმფრინავების უმრავლესობა მიფრინავს ტიანცზინში, ჩუნცინში, გუანჩჯოუში, შენჩჯენში, შანხაიში… შეიმჩნევა პირადი მიზნებით ფრენების შემცირების ტენდენცია (შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ რუსეთზე). დღეისათვის ოჯახური მოგზაურობა ან საქორწინო ტურნე – დიდი იშვიათობაა რუსეთის ბაზარზე. ისევ და ისევ, ხუთი-შვიდი წლის წინ ესეთი შეკვეთები ბევრდ მეტი იყო. ამჟამად დაფრინავენ მხოლოდ საქმიანი ადამიანები, დირექტორები ან სერიოზული კომპანიების თანამშრომლები, მსხვილი საზოგადო მოღვაწეები. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, ან ევროპაში, მსგავსი ტენდენცია არ არის: საქმიანი და პირადი რეისების შეფარდება პრაქტიკულად არ იცვლება.

Смотрите также:  Российских бортпроводников обучать приемам Самбо

– რამდენადაც ვიცი, თქვენი კომპანია მუშაობს აგრეთვე მცირე ავიაციასთან. რა მდგომარეობა იყო წელს ამ მიმართულებასთან?

– მშვენიერ მდგომარეობა იყო, ოღონდ რუსეთში არა. აი რასთანაც კატასტროფულად ცუდადაა აქ საქმე, ეს მსუბუქი ავიაციაა. დღეისათვის მისი განვითარების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, დამნაშავე კი ამაში საავიაციო კანონმდებლობაა. პატარა თვითმფრინავები იყენებენ თავისი პოტენციალის მხოლოდ უმცირეს ნაწილს. ევროპაში ამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანები ყიდულობენ „თვითმფრინავებს-კონსტრუქტორებს“, ზოგიერთი მათგანი პირადადაც კი აწყობს მათ, ინახავენ ფარეხებში და დაფრინავენ, ფაქტიურად, სადაც კი მოესურვებათ. ძალიან მოთხოვნადია „საჰაერო ტაქსი“ ახლოს განლაგებულ ქალაქებს შორის სხვადასხვა სახის მიწოდებისთვის, აერო-ექსკურსიებისთვის და მრავალი სხვა მიზნით.

რუსეთში კი ეს ყველაფერი პრაქტიკულად აკრძალულია! ნებადართულია შეზღუდული მიმოხილვითი ფრენები, ლოკალური სწავლება აეროკლუბებში, თანაც სანამ მიიღებ ყველანაირ დაშვებას ამისთვის – ფრენის ყველანაირი სურვილი დაგეკარგება. სამგზავრო გადაზიდვებს ვერტმფრენებით გთავაზობენ იგივე ავიაკომპანიები: ეს არის სტანდარტული რეისები მოხერხებულობისა და ინდივიდუალური მიდგომის გარეშე, ამასთან ეს რეისები ძალიან ძვირია, ვინაიდან არ არსებობს კონკურენცია. კერძო ფრენისთვის კი საჭიროა ათასი სხვადასხვა ნებართვა, რომელიც შეიძლება არც კი მოგცენ.

– რატომ არის ყველაფერი ამდენად ცუდად?

– იგივე ეკონომიკის ჩაკვდომა. კიდევ, შესაძლოა, ხელისუფლებას ეშინია, რომ თუ პროცედურას გაამარტივებენ, „ვისაც არ დაეზარება“, ყველა ფრენას დაიწყებს, და გახშირდება ავიაკატასტროფები. მაგრამ საწყენია, რომ ასეთი მოგებიანი სექტორი არ მუშაობს. ადამიანები საკმაოდ კარგად გამოიმუშავებდნენ ამ სექტორში. ევროპაში აცეს ხდება, რუსეთში კი მცირე ავიაცია თითქოს არ არსებობს. და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია შეიცვალოს. ჩვენ სიამოვნებით წარმოვადგენდით მსუბუქ თვითმფრინავებს ნებისმიერი მიზნებისთვის, როგორც ვაკეთებთ ამას, მაგალითად, საფრანგეთში, მაგრამ აქ ყველაფერი ბევრად რთულადაა.

– ესე იგი, ევროპაში ბევრი გავთ ასეთი შეკვეთა?

– რა თქმა უნდა! მსუბუქი თვითმფრინავები ძალიან პოპულარულია, მაგალითად, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში. საფრანგეთში პოპულარობით სარგებლობს ვერტმფრენები: იქნება ეს ექსკურსიები, საჰაერო ტაქსი ქალაქებში თუ ფრენა სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ზოგჯერ ვერტმფრენები გამოიყენება იახტაზე დასაჯდომად, სადაც გათვალისწინებულია მოედანი. მთლიანობაში, ჩვენთან, ევროპაში, მსუბუქი საჰაერო ხომალდებისთვის გახსნილია ყველა გზა. კომერციული ავიაციით დაკავებული კომპანიების ბევრია, ამის ხარჯზე ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია, უმჯობესდება მომსახურები ხარისხი, ხოლო ფასი ხელმისაწვდომი ხდება „საშუალო კლასისთვის“.

თან მინდა ავღნიშნო, რომ არანაირი ინცინდენტები და ავარიები არ ხდება. ყველა საავიაციო კანონი მკაცრად არის დაცული. ვფიქრობ, რუსეთშიც არ იქნება ბევრი მსურველი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აგოს მსგავსი დარღვევებისთვის. მცირე ავიაციის განვითარება ძალიან სასარგებლო იქნებოდა რუსი ბიზნესმენებისთვის. მსუბუქი თვითმფრინავის ან ვერტმფრენის დაკვეთა ბევრად იაფია, ვიდრე საშუალომაგისტრალურისა, ამოცანებს კი სხვადასხვანაირს გადაჭრის: ადამიანების გადაყვანა, საწარმოების კონტროლი, ტვირთის მიწოდება, და ამასთან არავინზე არ არის დამოკიდებული: საჭიროა – ესე იგი დარეკა და გაემგზავრა, როგოც ტაქსით.

– გვიამბეთ, რა ხდება კერძო თვითმფრინავების შეძენასთან დაკავშირებით რუსეთში? თქვენ ხომ გაყიდვებსაც ახორციელებთ?

– ვახორციელებთ. მაგრამ რუსეთში იშვიათად ყიდულობენ კერძო თვითმფრინავებს. და პრაქტიკულად ყველა ყიდულობს მოხმარებაში მყოფ მოდელებს. სარფიანი წინადადებება ბაზარზე ამჟამად ძალიან ბევრია: ისინი აღემატებიან მოთხოვნას, ამიტომ ახალი ჯეტების დაკვეთა არარენტაბელურია.

საჰაერო ხომალდებს ყიდულობენ ძირითადად მსხვილი საწარმოებისთვის, შემდგომ ქირაობენ მმართველ კომპანიას და იჯარით გასცემენ თვითმფრინავებს, ეს იძლევა ექსპლუატაციის ხარჯების დაფარვის საშუალებას. ვინაიდან ფრენენ ძირითადში თანამშრომლები, მფლობელები შეძენის დროს ნაკლებად ზრუნავენ ბორტების მდგომარეობაზე, მთავარია, რომ ფრენითი მახასიათებლები იყოს კარგი, ხომალდი – საიმედო და უსაფრთხო, ხოლო ის ფაქტი, რომ იგი ახალი არ არის, არავის აღელვებს.

Смотрите также:  United Airlines представила новую ливрею самолетов

– და ევროპაში როგორია სიტუაცია?

– მსგავსი, მაგრამ მთლიანობაში აქ ბევრად მეტი გაყიდვებია. იგივე მიზეზებით აქ ძირითადად ყიდულობენ თვითმფრინავებს, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ფრენის ისტორია. რაც შეეხება ახალ თვითმფრინავებს, ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი „ნოლიდან“ აშენების ტენდენცია ინდივიდუალური დაკვეთით. სწორედ წელს კლიენტებისგან მსგავსი ზარების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ეტყობა, ეს ბაზარი სწრაფად განვითარდება.

– რატომ? ეს ხომ, ალბათ, დიდ დროს მოითხოვს და ძვირიცაა?

– დიდ დროს მოითხოვს – დიახ. ხოლო რაც შეეხება ფასს, შეიძლება მომგებიანიც იყოს, ვიდრე ავია ქარხნისთვის შეკვეთა, მაგალითად, დიდი ხნის არსებული მოდელისა Bombardier Challenger. ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, იგონებენ უფრო ეკონომიურ მასალებს. შემუშავებისას გაითვალისწინება მომავალი ჯეტის ეკოლოგიურობა, იმიტომ რომ ყოველწლიურად გარემოს დაბინძურებისთვის უფრო ხშირად და უფრო მეტად აჯარიმებენ. თვითმფრინავების დაპროექტება და მშენებლობა უფრო მარტივი ხდება, განსაკურებით თუ საუბარია პატარა საჰაერო ხომალდებზე.

გარდა ამისა, მომავალი მფლობელისთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითმფრინავი აშენდეს პერსონალურად მისთვის, მისი ყველა სურვილის გათვალისწინებით. ასევე რომ უსაფრთხოების სისტემები იყოს ყველაზე თანამედროვე, ისინი კი ყოველდღიურად ახლდება. ხოდა გამოდის, რომ პროექტს „ნოლიდან“ უფრო მეტი პლიუსი აქვს, ვიდრე მზა ვარიანტს. დროებითი ხარჯებიც არც ისეთი დიდია, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ცნობილ მწარმოებლებს შეკვეთები შეიძლება გაწერილი ჰქონდეთ რამდენიმე წლით წინ. ყველაზე სწრაფი ვარიანტი კი, რა თქმა მოხმარებაში მყოფი თვითმფრინავის შეძენაა, – ევროპაში ან ჩრდილო ამერიკაში ეს აგრეთვე ძალიან გავრცელებულია.

– რა შეგიძლიათ კიდევ თქვათ რუსეთზე? რა უშლის ხელს საქმიან ავიაციას სწრაფად განვითარებაში, გარდა ეკონომიკური ჩაკვდომისა ან საავიაციო კანონმდებლობის თავისებურებებისა?

– ეს ფაქტორები ძირითადია. მაგრამ მე კიდევ ყურადღებას მივაქცევდი აეროპორტებს. საქმიანი ადამიანები ხშირად ეძებენ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, მათ სჭირდებათ აეროპორტები იქ, სადაც აეროპორტები არ არის. რუსეთში ბევრი აეროპორტია სავალალო მიგდებულ მდგომარეობაში.

ისეთ ცნება, როგორც აეროპორტი კერძო თვითმფრინავებისთვის, საერთოდ არ არსებობს, და არ იქნება, ალბათ, არასდროს. მოქმედ აერო-ნავსადგურებსაც კი იშვიათად გააჩნიათ მინიმუმი თვითმფრინავების მომსახურებისთვის: სერვის ცენტრები, გასამართი კომპლექსები… უბრალოდ ავია-კვანძებიც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაჩნდეს მეტი მარშრუტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ათასი აეროდრომია, ბრაზილიაში 4 ათასი, რუსეთში კი ერთ ათასზე ოდნავ მეტი. თითქოს ბევრია, მაგრამ მათი ნახევარი არ არის ექსპლუატაციაში, საჭიროებს რეკონსტრუქციას. და ეს, სხვათა შორის, არის ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მცირე ავიაციის განვითარება ასეთი რთული. დომოდედოვოში ხო არ დაჯდება პატარა თვითმფრინავი.

itogi 3 - კერძო ავიაცია რუსეთში 2018, არის თუ არა ცვლილებები უკეთესობისკენ?

– დავუბრუნდეთ თქვენს კომპანიას. კიდევ რით დაგამახსოვრდათ ეს წელი?

– ჩვენი მთავარი მიღწევა, რომელმაც მოუწია 2018 წლის ნოემბერს – არის Wyvern Ltd ორგანიზაციაში შესვლა, რომელიც აღიარებულია ლიდერად საქმიანი ავიაციის აუდიტის დარგში. ამ მხრივ ჩვენ პირველები ვართ, ვინც მიიღო ასეთი პრესტიჟული წევრობა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროკავშირშიც. ვივერნთან თანამშრომლობა ნიშნავს Wingman-ის მაღალი სტანდარტების დაცვას და უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტებისთვის უსაფრთხო ფრენას.
გარდა ამისა, აქტიურად განაგრძობს მოქმედებას თვითმფრინავის ონლაინ ძებნისა და შერჩევის ჩვენი უნიკალური სისტემა, როდესაც კლიენტს თვითონ შეუძლია განსაზღვროს, რომელი მოდელი სჭირდება, და დაჯავშნოს იგი ჩვენი საიტის მეშვეობით. დღევანდელი დამკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელთ ჰქონდეთ ყველა თანამედროვე საინფორმაციო საშუალება, და ჩვენ ვაძლევთ მათ ასეთ შესაძლებლობას: ბიზნეს-ჯეტის იჯარის გარიგება სრულად გამჭირვალე ხდება. „დამოუკიდებელი“ დაკვეთების რაოდენობა იზრდება. არის აგრეთვე სხვა სასარგებლო ინტერნეტ-სერვისები, მაგალითად, ჩვენს პორტალზე ადვილად შეიძლება იმის ნახვა, თუ სად იმყოფება ამ წუთას საჭირო თვითმფრინავი, გზის რომელ მონაკვეთშია. ან შეგიძლიათ შეამოწმოთ, არის თუ არა თვითმფრინავები Empty Legs საჭირო მარშრუტზე.

აგრეთვე ჩვენი კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) კვლავ იკავებს ლიდერ პოზიციებს სამედიცინო გადაზიდვების დარგში…

– ეს როდესაც ავადმყოფს გამოუყოფენ სპეციალურ თვითმფრინავს საავადმყოფოს პალატით ბორტზე?

– დიახ, ასეა. წელს აღინიშნებოდა ამ სექტორში ჩვენი მომსახურების „გასაღების გადაცემამდე“ დაკვეთების შემცირების ტენდენცია. „გასაღების გადაცემამდე“ – არის, მაგალითად, როდესაც ჩვენ უბრალოდ კი არ ვპოულობთ საჭირო თვითმფრინავს, არამედ ორგანიზებას ვუწევთ მკურნალობის მთელ პროცესს: ვდებთ ხელშეკრულებას კლინიკასთან, სრულად ვახორციელებთ ტრანსფერს, მათ შორის სახმელეთო ტრანსპორტით, ვქირაობთ საცხოვრებელ ფართს რეაბილიტაციისთვის, აგვყავს მოსამსახურე პერსონალი. ხშირად ასეთ ვარიანტს იყენებენ ქალები,

Смотрите также:  Лучшие курорты Египта, памятка туристу

წელს სამედიცინო გადაზიდვებს გვიკვეთავდნენ უმეტესწილად ევროპის შიგნით, და საუბარი იყო მხოლოდ სპეცილური საჰაერო ხომალდებისა და ბორტზე სამედიცინო პერსონალის მოწოდებაზე. ამას აქვს ახსნა: უცხოელისთვის ძნელია უცხო ქვეყანაში ორიენტირება, აუცილებელია დამხმარე ნებისმიერ საკითხზე, ადგილობრივი მაცხოვრებლები კი მსგავს სიძნელეებს არ განიცდიან.

აგრეთვე წელს ჩვენ ვგეგმავდით ყურადღება მიგვექცია სატვირთო ავიაციის განვითარებისთვის და მიწოდების მომსახურების დაწინაურებისთვის. ამით ვიყავით დაკავებულები, დავდეთ რამდენიმე სარფიანი კონტრაქტი, და ვაპირებთ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობას მომავალშიც. ნივთების, პროდუქტების, საქონლის, დოკუმენტების ავიაგადაზიდვა აქტუალურია ყველა დროს და ნებისმიერ ქვეყანაში.

ჩვენი ამოცანა არის მივცეთ კლიენტებს თანამშრომლობის უფრო სარფიანი შეთავაზებები, ვიდრე სხვა კომპანიებმა. ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ AVIAV TM (Cofrance SARL) აგრეთვე მუშაობს ამ მიმართულებითაც, ვინაიდან საქმიანი ავიაცია ბევრისთვის ასოცირდება მხოლოდ სამგზავრო რეისებთან განსაკუთრებით კომფორტული პირობებით.

– ნამდვილად, სატვირთო თვითმფრინავები, როგორც წესი, გიგანტურად ჩანს…

– მაგრამ ნივთების გადასაზიდად ყოველთვის არაა აუცილებელი დიდი ავიალაინერები. ხშირად საკმარისია ისეთივე სტანდარტული ჯეტი, რომელსაც მგზავრები გადაყავს. უბრალოდ მასში იქმნება სპეციალური პირობები, რათა საქონელი, პროდუქტები ან, მაგალითად, ცხოველები, იმყოფებოდნენ მათთვის მოსახერხებელ გარემოში.

– იყო თუ არა წელს ისეთი რამ, რამაც ძალიან გაგაოცათ?

– ძალიან – არა, მაგრამ სიურპრიზი გახდა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ მოთხოვნადი გახდა კომბინირებული მოგზაურობების მომსახურება. ანუ როდესაც ჩვენ უბრალოდ თვითმფრინავს კი არ ვაწვდით, არამედ ორგანიზებას ვუწევთ რთულ ტრანსფერს: მაგალითად, დამკვეთი ჩადის თვითმფრინავით ნიცაში, იქ მას ხვდება ვერტმფრენი, გადაჰყავს იგი იახტაზე, იახტა მიემგზავრება სარდინიის სანაპიროსკენ, იქ კლიენტს ელოდება ლიმუზინი, შემდეგ ისევ იახტა – კორფუზე, და იქ მას რატომღაც სჭირდება მოტოციკლი ან ცხენები ეტლით… მოიძებნა ასეთი რთული მოგზაურების მოყვარულები, და გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

სინამდვილეში ასეთი „მრავალსაფეხურიანი“ ტრანსფერის ორგანიზება არც თუ ისე იოლია, იმიტომ რომ კლიენტები, რომლებსაც ეს ტრანსფერი სჭირდებათ – ძალიან უზრუნველყოფილნი არიან, და მათ უნდათ, რომ ყველაფერი იყოს იდეალურად, რომ ერთი ზედმეტი წუთიც კი არ მოუწიოთ ლოდინი. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ მზა გადაწყვეტილებები არ არსებობს: ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. მაგრამ არაუშავს, ჩვენ ვართმევთ ამას თავს.

– გაქვთ თუ არა უკვე გეგმა მომავალი წლისთვის?

– რა თქმა უნდა, უამრავი გეგმა გვაქვს. საქმიანი ავიაციის შესაძლებლობები უსაზღვროა, უნდა მივიტანოთ ეს აზრი ჩვენს კლიენტებამდე და გავხადოთ მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი. პროექტში გვაქვს ახალი ინტერნეტ-სერვისების, უჩვეულო კონკურენტუნარიანი წინადადებების შექმნა, რამდენიმე დამატებითი ოფისის გახსნა, სასარგებლო პარტნიორების ძიება, ცალკეული სპეციალისტების სწავლება და საერთაშორისო ატესტაცია, ფასდაკლებების ავტომატური სისტემის შექმნა. აგრეთვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმატებით დავასრულოთ დაწყებული პროექტები, დავდოთ ახალი გარიგებები, განვაგრძოთ ხარისხიანი მხარდაჭერის გაწევა მოქმედი კლიენტებისთვის, წინ წავწიოთ და განვავითაროთ ყველა ძირითადი მიმართულება. ყველაფერი ამის უკან დგას დიდი მუშაობა, როგორც უნდა იყოს ნებისმიერ სტაბილურ და პროგრესირებად კომპანიაში.

itogi 4 - კერძო ავიაცია რუსეთში 2018, არის თუ არა ცვლილებები უკეთესობისკენ?

– განაგრძობთ საქმიანი ავიაციის მომსახურების წინსვლას რუსეთში თუ დაელოდებით უკეთეს დროს?

– აუცილებლად განვაგრძობთ. რუსეთი იყო და იქნება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ ისე, რომ კერძო თვითმფრინავები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და დაეხმაროს რუს მეწარმეებს, მეცნიერებს და საზოგადო მოღვაწეებს გადაწყვიტონ ნამდვილად მნიშვნელოვანი ამოცანები.
ესაუბრა დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნიკოლაი დანილოვი.