რა არის Empty leg, ან სრული სიმართლე კერძო თვითმფრინავების გადასარბენი რეისების შესახებ

როდესაც საუბარი ყოფილა კერძო თვითმფრინავებზე, თქვენ, ალბათ, შეხვედრიხართ ტერმინს „empty leg“, მაგრამ იცით თუ არა, რას ნიშნავს ეს ფრაზა? აგრეთვე „ცარიელი თვითმფრინავები“, „ცარიელი რეისები“, „რეპოზიციონირება“, „მკვდარი სულები“ – ეს ყველაფერი არის გადასარბენი რეისების გამარტივებული აღწერილობები, ანუ შემთხვევები, როდესაც კერძო თვითმფრინავმა შეასრულა თავისი რეისი და ბრუნდებოდა მუდმივი ბაზირების აეროპორტში ან მიემგზავრება შემდეგ კლიენტთან შეხვედრაზე.

მოკლევადიანი გადასარბენი რეისები წარმოიქმნება ლაინერის გადასროლის შედეგად ორ გვერდიგვერდ განლაგებულ ქალაქს შორის ან ორ სხვადასხვა აეროპორტს შორის ერთი ქალაქის ფარგლებში.

რატომ ღირს გადასარბენი რეისი უფრო იაფი, ვიდრე კერძო თვითმფრინავის იჯარა?

გადასარბენ რეისებს, როგორც წესი, სთავაზობენ ფასდაკლებით, ვინაიდან ავია-გადამზიდველი ნებისმიერ შემთხევაში დაინტერესებულია საჰაერო ხომალდის დაბრუნებაში მუდმივი ბაზირების აეროპორტში. ამრიგად,  მგზავრები, რომლებიც გადაიხდიან ფრენის საფასურს, ბევრად უფრო სასურველები არინა, ვიდრე მგზავრებისა და გადახდის არარსებობა. ცოტა ფული უკეთესია, ვიდრე ფულის არარსებობა. გვეთანხმებით? ბევრი ჩარტერული ოპერატორი თანახმაა.

 

Что такое Empty leg, или Вся правда о перегонных рейсах частных самолетов

რა ღირს გადასარბენი რეისის იჯარა?

პერიოდულად კერძო ავიაციის ბაზარზე ჩნდება შემოთავაზებები ჩარტერის სტანდარტული ღირებულების 80%-მდე ფასდაკლებით. თუ ამ ხარჯებს გაყოფთ მოგზაურთა ჯგუფზე, გადაფრენის ღირებულება კომერციული ავიაკომპანიის რეისის ბილეთის ღირებულების ტოლფასი იქნება. ფაქტობრივი ღირებულება დამოკიდებული იქნება თვითმფრინავის ტიპზე, კონკრეტულ ოპერატორზე და განსაზღვრულ მარშრუტზე.

რა „წყალქვეშა ქვები“ და რისკები არის გადასარბენი რეისით ფრენისას?

კერძო თვითმფრინავის იჯარით აღება – მდიდარი და ცნობილი ადამიანების გადაადგილების საყვარელი საშუალებაა; „ჩვეულებრივ მოკვდავებს“ კი, რომლებსაც სურთ ეზიარონ ვარსკვლავური ცხოვრების სტილს, დარჩენიათ მხოლოდ გადასარბენი რეისები.  გადაზედმეტებულად კარგად ჟღერს სიმართლისთვის, ხომ ასეა? პირველი შეხედვით ცარიელი რეისით სარგებლობა საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების მეორე მხარის ნაწილის შესასწავლად, მაგრამ რა რისკებს შეიძლება ელოდოთ ასეთი შესწავლის დროს? რისთვის უნდა იყოთ მზად?

  1. მარშრუტები

გადასარბენი რეისის მოძიება პოპულარული მარშრუტით, ისეთით, როგორიცაა, მაგალითად, ლონდონიდან პარიზში ფრენა, ფრენის თარიღების გარკვეული მოქნილობით, შედარებით ადვილია. მაგრამ თუ გსურთ იფრინოთ ბირმინგემიდან (დიდი ბრიტანეთი) ჰოლანდიის ენკხოიზენში, თანაც კონკრეტულ თარიღში, ეს შეიძლება საკმაოდ რთული იყოს.

  1. მოგზაურობის მოქნილი მარშრუტი

გადასარბენი რეისი – არის მოქმედი რეგულარული რეისის ნაწილი, ეს კი ნიშნავს, რომ მოთხოვნით სტანდარტული ჩარტერისგან განსხვავებით, თქვენ უნდა მოერგოთ გამოყოფილ დროის სლოტს, სხვანაირად არ გამოვა. ამგვარად, თქვენ დაგჭირდებათ გეგმების გარკვეული მოქნილობა.

  1. ბათილობა

გადასარბენი რეისი, როგორც წესი, ჩნდება, როდესაც საჰაერო ხომალდი ცარიელი ბრუნდება ბაზირების ადგილზე ან მიემართება იქ, სადაც უნდა აიყვანოს მგზავრები ახალი ფრენისთვის. ამრიგად, თქვე დამოკიდებული ხართ ძირითადი ჩარტერის განრიგზე და მიბმული ხართ კერძო თვითმფრინავის შემდგომი იჯარის დროზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სრულად ხართ დამოკიდებულნი სხვა მგზავრებზე, რომლებმაც გადაიხადეს სრული ტარიფი. და თუ ძირითადი მეიჯარე ბოლო წუთას გადაწყვეტს თავისი მარშრუტის შეცვლას,  თქვენ აღმოჩნდებით რიგში რეგისტრაციის დგართან EasyJet-ისა ან სხვა ლოუკოსტერის რეისზე, ხოლო დაფრენის შემდეგ  მოგიწევთ თქვენს აწითლებულ სახეზე  ქუდის ცხვირამდე ჩამოფხატვა იმისთვის, რომ შეუმჩნევლად აუაროთ გვერდი მეგობრებს, რომლებიც გხვდებოდნენ კერძო თვითმფრინავების ტერმინალში. სწორედ ამიტომ ჩარტერების ოპერატორები რეკომენდაციას უწევენ  გადასარბენ რეისებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი გრაფიკი გამოირჩევა გარკვეული მოქნილობით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ Empty Legs-ის იმედი საპასუხისმგებლო მოგზაურობისა ან მივლინების დროს.

Что такое Empty leg, или Вся правда о перегонных рейсах частных самолетов

როგორ ვიპოვოთ  გადასარბენი რეისი?

ცარიელი რეისის მოძიება არ არის რთული, და შესაბამისი მარშრუტის მოძებნის შანსები ძალიან მაღალია. სინამდვილეში, ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ამ ოფციით სარგებლობს ათასობით ადამიანი, და თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ერთერთი მათგანი. იდეალური გადასარბენი რეისის საპოვნელად დაუკავშირდით კომპანია Cofrance SARL (TM AVIAV)-ის სპეციალისტებს, რომლებიც განახორციელებენ ფრენის ორგანიზებას პრაქტიკულად ნებისმიერი მარშრუტით: არუბიდან ზიმბაბვემდე. არ დაგავიწყდეთ, რომ კერძო თვითმფრინავები, როგორც წესი,    სარგებლობენ კომპაქტური აეროპორტებით, რომლებიც განლაგებულია დასახლებულ პუნქტებთან ბევრად უფრო ახლოს. ამრიგად, დროის ეკონომიის მნიშვნელოვანი ფაქტორის (აეროპორტში გაფრენამდე 15 წუთით ადრე გამოცხადება და ნაკლები მანძილის გავლა დანიშნულების საბოლოო პორტამდე) და დაბალი ტარიფების მიუხედავად, თქვენ მაინც შეიძლება გქონდეთ VIP  მომსახურების პრეტენზია შამპანურით, რეგისტრაციის დამღლელი რიგებისა და დამღლელი უსაფრთხოების შემოწმების  გარეშე. კომერციულ რეისებთან და ტრანსპორტის სხვა სახეობებთან შეთავსებით ეს შეიძლება გახდეს მოგზაურობის თქვენი პირადი გამოცდილების გამრავალფეროვნების შესანიშნავი საშუალება.

 

თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას – იქნება ეს დასვენება თუ მივლინება – თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ მაღალხარისხიანი სერვისით ხელმისაწვდომი ღირებულებით, ეს კი არის გადასარბენი რეისის ძირითადი უპირატესობები. Bon voyage!

ოლღა შოშინა