Sukhoi Superjet 100 დასასრული თუ ბრძოლის გაგრძელება აშკარას წინააღმდეგ?

Поиск и аренда частных самолетов

კვირას უიღბლო ავარიული დაჯდომის შემდეგ Sukhoi Superjet 100, რომელშიც დაიღუპა  41 ადამიანი, ამ თვითმფრინავების მომხმარებლებიდან ვერავინ ვერ გაბედა მათი ექსპლუატაციის შეჩერება, ხოლო აეროფლოტი, რომელსაც ეკუთვნოდა თვითმფრინავი, გადაუხდის დამატებით კომპენსაციას გარდაცვლილთა ოჯახებსა და მსხვერპლთ.პასუხისმგებელ პირებს აშკარად სურთ სწრაფად დაივიწყონ მომხდარი. პასუხი იმაში მდგომარეობს შეცვლის თუ არა ეს რამეს.  SSJ100 იყო კრემლის იმედი სსრკ ყოფილი დიდების აღსადგენად, როდესაც მოდელებმა, შექმნილმა ილიუშინის, მიქოიანისა და გურიევიჩის, ტუპოლევისა და სუხოვის საკონსტრუქტორო  ბიუროებში, გახადეს ცნობილი მთელს მსოფლიოში საბჭოთა ტექნიკური აზრი.  1980-იანი წლების ბოლოს აეროკოსმოსურ მრეწველობაში მუშაობდა  დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი, ხოლო სამოქალაქო თვითმფრინავებს , «აწყობილებს  სსრკ-ში», აწარმოებდნენ  დაახლოებით  150 ერთეულის ოდენობით წელიწადში. ეს მეტნაკლებად იმდენია, რამდენიც  2011 წლიდან იყო მიწოდებული  SSJ100 ყველა მომხმარებელთათვის.

suchojssj100 - Sukhoi Superjet 100 დასასრული თუ ბრძოლის გაგრძელება აშკარას წინააღმდეგ?

SSJ100 იყო კრემლის იმედი სსრკ ყოფილი დიდების აღსადგენად, როდესაც მოდელებმა, შექმნილმა ილიუშინის, მიქოიანისა და გურიევიჩის, ტუპოლევისა და სუხოვის საკონსტრუქტორო  ბიუროებში, გახადეს ცნობილი მთელს მსოფლიოში საბჭოთა ტექნიკური აზრი.  1980-იანი წლების ბოლოს აეროკოსმოსურ მრეწველობაში მუშაობდა  დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი, ხოლო სამოქალაქო თვითმფრინავებს , «აწყობილებს  სსრკ-ში», აწარმოებდნენ  დაახლოებით  150 ერთეულის ოდენობით წელიწადში. ეს მეტნაკლებად იმდენია, რამდენიც  2011 წლიდან იყო მიწოდებული  SSJ100 ყველა მომხმარებელთათვის.

«სუპერჯეთი» იყო პირველი სამოქალაქო კონსტრუქცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა, და ამჟამინდელი რუსეთის ხელისუფლება მათი სიტყვებით იყო ძალიან დაინტერესებული იმაში, რომ ეს გამხდარიყო ადგილობრივი საავიაციო მრეწველობის ძალების აღდგენის დასაწყისი. მათ დახმარება გაუწიეს საწარმოს, მასში ფულის ჩადებით  და სხვადასხვა  შესყიდვების ხაზების ხელშეწყობით შიდა ბაზარზე.ვარაუდობდნენ, რომ 2024 წლისთვის გაიყიდებოდა  800 SSJ100,მათ შორის  500 რუსეთის საზღვრებს გარეთ.

SSJ100 1 - Sukhoi Superjet 100 დასასრული თუ ბრძოლის გაგრძელება აშკარას წინააღმდეგ?

არაფერი არ მომხდარა რუსეთის მაცხოვრებლებო, არაფერი!

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო  კატასტროფის შემდეგ  მალევე ირწმუნებოდა, რომ არ აპირებს  მისი კუთვნილი ორი სუპერჯეთის დამიწებას. ავიაგადამზიდავები აკვირდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციას. აეროფლოტმა, ქვეყანაში უმსხვილესმა ავიაგადამზიდმა, რომელსაც თავის პარკში გააჩნია ასეთი ტიპის  50 მანქანა, ვერ გაბედა მათი ექსპლუატაციის შეჩერება. ამ მანქანების მომხმარებელმა სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ „იამალი“ გააკეთა იგივე. გადამზიდი, რომელსაც ეკუთვნის  SSJ100 15 ბორტი, ასევე არ გეგმავს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას  რეისების შესრულებისას  Superjet  გამოყენებით  ან შეზღუდოს ფრენები იმ დრომდე, სანამ არ იქნება დადგენილი კატასტროფის მიზეზები.

Смотрите также:  Интервью на борту самого маленького серийного реактивного бизнес-джета

კომპანია IrAero, რომელსაც ეკუთვნის რვა SSJ 100, იტყობინება, რომ მათ არაფერი  აქვთ საწინააღმდეგო ამ თვითმფრინავების მიმართ და რომ ისინი არ აპირებენ მათი ფრენების შეჩერებას. «ექსპლუატაციის სამი წლის მანძილზე მანქანამ აჩვენა თავი კარგი მხრიდან. ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს  მოსკოვში», — განაცხადა გადამზიდის წარმომადგენელმა.

კიდევ ერთმა რუსულმა ავიახაზმა «აზიმუტი», განაცხადა, რომ მისი ცხრა თვითმფრინავი  SSJ 100 განახორციელებს კურსირებას განრიგის თანახმად. ამ ტიპის თვითმფრინავების  ტექნიკური კონტროლის გაძლიერება იყო გამოცხადებული კომპანია «იაკუტიის» მიერ, რომელიც იყენებს ორ მანქანას. რეგიონის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალში ექსპლუატირების თაობაზე მოსკოვში მომხდარი კატასტროფის გამოძიების  შედეგების საფუძველზე.

ერთადერთმა დარჩენილმა უცხოურმა კომერციულმა მომხმარებელმა Sukhoi  გადაწყვიტა გადაედგა იგივე ნაბიჯი. მექსიკის  Interjet ექსპლუატაციას უწევს ამ მოდელის სულ 5 თვითმფრინავს. «Interjet Airlines მუდმივ კონტაქტში იმყოფება მწარმოებელთან  და კომპეტენტურ საკონტროლო ორგანოებთან და ყურადღებით ადევნებს თვალყურს გამოძიების  შედეგებს ამ საკითხზე», — ნათქვამია საბიუჯეტო ავიაკომპანიის განცხადებაში.

SSJ100 3 - Sukhoi Superjet 100 დასასრული თუ ბრძოლის გაგრძელება აშკარას წინააღმდეგ?

Superjet ზრდადი პრობლემა

ჯერ კიდევ შერემეტიევოს კატასტროფამდე  SSJ100 ქონდა სერიოზული პრობლემები. არც რუსეთის ავიაკომპანიები, არც რუსეთის ორგანოები არ აქვეყნებენ თვითმფრინავების გამოყენების სტატისტიკას, მაგრამ არსებული წყაროები მოწმობენ  „ რუსეთის საავიაციო დარგის იმედის“ გამოყენების დაბალ დონეს. თანახმად მონაცემებისა, რომლებიც გამოქვეყნდა 2018 წელს, საშუალოდ ერთი  SSJ100 დაფრინავდა  109 საათს  ერთ თვეში. ეს  დაახლოებით იმის მესამედია, რითაც შეუძლიათ იტრაბახონ  ყველაზე პოპულარულმა მანქანებმა Airbus და Boeing — A320 და B737.

საქმის ასეთი მდგომარეობის შესახებ დაწვრილებთ ჩვენ  არაერთგზის ვწერდით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. იმისთვის რომ პრობლემის მნიშვნელობისთვის გაგვესვა ხაზი საკმარისია მითითება იმაზე, რომ ავიაკომპანია Interjet გვაცნობებს ხუთი  Superjet შესახებ, რომლებიც იმყოფებიან ექსპლუატაციაში, იმ დროს, როდესაც ოფიციალურად გადამზიდს მიეწოდა 22 ასეთი მანქანა. სხვას რა სჭირს? ისინი არ დაფრინავენ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ უმრავლესობა მათგანი იყო დაშლილი  ნაწილებად, რომ, ხუთმა SSJ100 მაინც შეძლოს ზოგჯერ ჰაერში აფრენა.

Смотрите также:  Lufthansa Technik отдала еще один BBJ в Royal Jet

რუსეთშიც კი, სადაც მრავალი გადაწყვეტილება კრემლში მიიღება, და არა, მაგალითად, ავიაკომპანიების შტაბ-ბინაში, არის სიგნალები, რომ გადამზიდავები ფიქრობენ, როგორ მოიშორონ ზარალის მომტანი თვითმფრინავები. ხსენებულმა «იამალმა», რომელმაც არადამაჯერებლად გამოხატა ნდობა SSJ100 მიმართ, ამავე დროს განაცხადა, რომ  მეტად არ შეიძენს ამ მოდელის მანქანებს. ადრე  «იამალმა» განაცხადა კიდევ  10 ცალის შესყიდვის თაობაზე. ამჟამად კომპანიის მმართველმა ვასილი  კრიუკმა განაცხადა, რომ გადამზიდის პარკის გაფართოებას ხელს უშლის მაღალი დანახარჯები გაღებული ამ მოდელის საჰაერო ხომალდების  შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის და გარიგება არ შედგება.ასეთი განცხადება, გაკეთებული მოცემულ მომენტში არ წარმოადგენს მარტივ გადაწყვეტილებას რუსეთის რეალიებში . როდესაც ავიაკომპანია «იაკუტიამ» ერთი წლის წინ განაცხადა Superjet გამოყვანის შესახებ თავისი პარკიდან, მან საკმაოდ მალე „გადაიფიქრა“ რუსეთის ხელისუფლების ზეწოლით.

ბოლო კატასტროფას თითქოს, ლურსმანი უნდა დაეჭედებინა КЬ «სუხოი»- ში შემუშავებულ  პირველი სამგზავრო ლაინერის კუბოში. თავდაპირველად  სლოვენურმა ავიახაზებმა  Adria აპრილში უარი განაცხადეს  15 ცალი SSJ100 შესყიდვაზე. შემდეგ მოვიდა ინფორმაცია „ განუსაზღვრელი დროით მუშაობის შეჩერების შესახებ SSJ100 შემცირებულ ვერსიაზე“  — და 75 კაციან მოდელზე Superjet, რომელიც აინტერესებდა  სიდიდით მეორე რუსეთის ავიაკომპანიას— S7 Airlines.
ამ პირველი გარიგების შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდა თვითმფრინავის შეძენისა, სლოვენურ გადამზიდავს დახმარება უნდა გაეწია მწარმოებლისთვის  შეექმნა ევროკავშირში ტექნიკური საშუალებები  Superjet მომხმარებელთა ხელშეწყობისთვის ევროპულ გაერთიანებაში. ეს უნდა გამხდარიყო Suchoj მორიგი შანსი  უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად, წარუმატებლობის  მთელი სერიის შემდეგ.

SSJ100 2 - Sukhoi Superjet 100 დასასრული თუ ბრძოლის გაგრძელება აშკარას წინააღმდეგ?

აეროფლოტმა არ შეაჩერა თავისი  SSJ100 ექსპლუატაცია. ამისათვის მან გადაწყვიტა კომპენსაციის გადახდა, რომელიც მან არ უნდა გადაიხადოს კანონის თანახმად. მგზავრები, რომლებმაც არ მიმართეს საავადმყოფოს მიიღებენ თანხას, რაც ექვივალენტურია დაახლოებით 1500 ევროს. გაორმაგებული თანხა განკუთვნილია იმათთვის, ვინც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. დაღუპულთა ოჯახებმა უნდა მიიღონ 5 მილიონი რუბლი, ან 68 000 ევროზე მეტი. ოპერატორის ასეთი სწრაფი და გულუხვი გამოძახილი აჩვენებს, რამდენად უნდა ხელისუფლებას გადაწყვიტოს კრიზისი, დაკავშირებული SSJ100 იმიჯთან.

Смотрите также:  Ryanair Sun будет сотрудничать с BGS в аэропорту Шопена

 

კითხვა იმაშია საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ კომპენსაცია. ე.წ. შავი ყუთების შემცველობის პირველი ანალიზი ადასტურებს ინფორმაციას ბორტის ელექტრონული სისტემების გაუმართაობის შესახებ, ხოლო მფრინავი, მჯდარი SSJ100 სამართავ პულტთან ამტკიცებს, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა. ეს  ძლიერ საგონებელში გვაგდებს, რადგანაც ამჟამად სამოქალაქო თვითმფრინავები ასეთი მოვლენების მიმართ მდგრადია. ამგვარად, უნდა იფრინონ თუ არა მანქანებმა, რომელთა თავზე არაერთხელ გაჩნდა სერიოზული კითხვის ნიშანი?

მთელი სიტუაცია ჰგავს Boeing მოქმედებებს, რომელიც ბოლომდე უზრუნველყოფდა სრულ სანდოობას  MAX მიმართ, რადგან არ სურდა ფულის დაკარგვა. SSJ100 -ს შემთხვევაში  საუბარი, სამწუხაროდ, ფულზე არ არის. არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი — მთავრობის პრესტიჟი, რომელიც კვებავდა საზოგადოებას ავიაციული მრეწველობის მომავალი დიდების ილუზიით, რომელიც თითქოს კონკურენციას გაუწევდა  Airbus და Boeing. ამ პროექტში ჩადებულია უდიდესი ფულადი თანხები (რომელთა უმეტესი ნაწილის ბედი საერთოდ უცნობია), პროექტის მაშტაბთან  და გამოშვების მოცულობასთან არათანაზომადი. როგორც გვიჩვენებს SSJ100 ისტორია— ეს დიდება იქნება ძალიან საეჭვო.

ანდრეი  ბოჩკარევი