კერძო ასპექტს ფლობს რამდენიმე ასპექტში

Поиск и аренда частных самолетов

biz - კერძო ასპექტს ფლობს რამდენიმე ასპექტშიყველას არ აქვს პირადი თვითმფრინავის ქონის ფუფუნება. ეს დღემდე არის ფუფუნების საგანი მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ასეთი ტენდენცია აიხსნება მდიდარი ადამიანების რაოდენობის მუდმივი ზრდით და აგრეთვე იმ ფაქტით, რომ ბევრი მათგანი ბიზნესის წარმართვისას ირჩევს კომფორტს და სიჩქარეს. გარდა ამისა, სათანადოდ გამოყენებული, განსაკუთრებით ხშირად მოგზაური პირების მიერ კერძო თვითმფრინავები შეიძლება გახდეს უფრო მომგებიანი ვიდრე რეგულარული რეისებით სარგებლობა. ვის შეუძლია დღეს კერძო თვითმფრინავით სარგებლობა? მდიდარ სნობს თუ პრაქტიკულად მოაზროვნე ბიზნესმენს? ან შეიძლება სულ სხვა ადამიანს?

კერძო თვითმფრინავის ფლობა, უმთავრესად, განიხილება როგორც პრესტიჟის საკითხი. საკუთარი ცესნას მფლობელებიც კი შეიძლება ზევიდან უყურებდნენ იახტების და სპორტული ბოლიდების მფლობელებს. ყოველ დღე ხომ არ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც საქმიან შეხვედრაზე მოფრინავენ ბიზნეს-ჯეტით. აქ აღსანიშნავია საკითხის ფინანსური მხარეც – თვითმფრინავის შენახვისათვის საჭიროა სხვადასხვა სახის სპეციალისტების დიდი ჯგუფი. ეს ხელმისაწვდომია ძალიან მდიდარი ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფისთვის.

რატომ თვითმფრინავი?

ამჟამად თვითმფრინავი ითვლება ტრანსპორტის ყველაზე სწრაფ და უსაფრთხო სახეობად. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოჩქარე მგზავრების მზარდი რაოდენობა, ტერმინალების ფართოვის გაფართოება და ჭყლეტა საპასპორტო კონტროლზე გვაფიქრებინებს საკუთარ თვითმფრინავში ინვესტირებაზე. ზოგად ხელმისაწვდომი ავიახაზები არ ერგებიან ყველაზე მდიდარი მგზავრის შეხვედრების განრიგსაც კი. რეისების ძალიან მკაცრი განრიგი და საჭირო მიმართულებით ფრენების შეზღუდული რაოდენობა გახდა იმის მიზეზი, რომ ზოგიერთი ბიზნესმენი მზად არის გადაიხადოს რამდენიმე მილიონი დოლარი პირად საჰაერო ხომალდში. კერძო ბიზნეს-ჯეტების მფლობელთა აღიარებიდან გამომდინარეობს, რომ დაბანდება მალე ამართლებს.

დღესდღეობით კერძო თვითმფრინავების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფრინავს აშშ-ს ტერიტორიაზე, მაგრამ სულ უფრო მეტია მათი რიცხვი ევროპაშიც. სიდიდით მესამე გასაღების ბაზარი არის ახლო აღმოსავლეთი. სწრაფი ტემპით აგრეთვე ვითარდება აზია და სამხრეთ ამერიკა. მთელ მსოფლიოში დაფრინავს პატარა, ხშირ შემთხვევაში ორ-სამ ადგილიანი თვითმფრინავი და დაახლოებით 15 ათასი დიდი კორპორატიული და კერძო, ყველაზე პრესტიჟული და ლუქს კლასის უამრავი თვითმფრინავი. საკუთარი8 თვითმფრინავით გადაადგილდებიან კრისტიანო რონალდო, ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა (ის დამოუკიდებლად მართავს კიდეც მას) და სხვები.

Falcon 2000EX EASy PrivateFly AA9710 - კერძო ასპექტს ფლობს რამდენიმე ასპექტში

1970 წ. წარმოებული Falcon 10 იყო ინდივიდუალური კლიენტებისათვის განკუთვნილი ევროპული რეაქტიული თვითმფრინავების ახალი ხაზის პირველი ეგზემპლიარი. იმ დროიდან ასეთი ტიპის საჰაერო ხომალდების რიცხვი არ იკლებს, თუმცა გლობალურმა კრიზისმა ოდნავ შეაფერხა მათი განვითარება. ბევრმა ბიზნესმენმა გაყიდა თავისი თვითმფრინავები მათი შენახვის მაღალი ღირებულების გამო და გადასხდნენ რეგულარულ რეისებზე. ამის მიუხედავად შესამჩნევად იზრდება მცირე და საშუალო საწარმოთა რიცხვი, რომლებიც ირჩევენ საჰაერო ტრანსპორტის კერძო და არა საჯარო სექტორს.

ფრენა კერძო თვითმფრინავზე ეს არის დროის ეკონომიის, პრესტიჟის და შეუდარებელი კომფორტის კომბინაცია. გრენის მარშრუტი და დრო შეიძლება პირად საჭიროებებთან მოყვანილ იქნას შესაბამისობაში, ხოლო ბორტზე ყველაზე სანდო პირების ყოფნა ალამაზებს გატარებულ დროს. საჰაერო ხომალდის ინტერიერიც კი შეიძლება გაფორმდეს პირადი სურვილების შესაბამისად – როგორც ტიპიური ოფისი, სასტუმროს ნომერი ან «შინაურულად». კერძო ბიზნეს-ჯეტის მგზავრებსაც არ მოუწევთ სივიწროვის მოთმენა, რომელიც ხშირად არის დატვირთულ რეგულარულ რეისებზე და ის უფრო სწრაფად მიაღწევს მიზანს. ავიაკომპანიასთან ფრენის საპირისპიროდ კერძო თვითმფრინავი ხელმისაწვდომია მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში და დღეღამის ნებისმიერ პერიოდში. მოულოდნელი ფრენა ჰონკონგში დილაუთენია? ესეც კი არ არის პრობლემა, რასაკვირველია, თუ თქვენ განკარგულებაში არის საკუთარი თვითმფრინავი.

Смотрите также:  Пройти контроль безопасности в Хитроу стало намного проще

ყიდვა თუ დაქირავება?

როდესაც ჩვენ მივდივართ კონკრეტულ თანხებთან, ძალაუნებურად ჩნდება კონკრეტული შეკითხვა: ნამდვილად კი არის საჭირო კერძო თვითმფრინავი? ეს როგორც ბინის შემთხვევაში – შეიძლება ისწრაფოდე იმისკენ, რომ აიღო იპოთეკური სესხი და იცხოვრო თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარ სახლში და შეიძლება მთელი ცხოვრება ქირაობდე ბინას და არ იყო მიჯაჭვული ერთ ადგილს. კერძო თვითმფრინავების შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე ისტორიაა – ხანდახან შეძენის ნაცვლად უფრო მიზანშეწონილია საჰაერო ხომალდის იჯარა. მაშინ მოახერხებთ ზოგიერთი სერიოზული, მათ შორის ანგარში შენახვის, ხარჯებისათვის თავის არიდება.

ითვლება, რომ საკუთარი თვითმფრინავის ფლობა მომგებიანია, თუ ის ფრენაში ატარებს არანაკლებ 300 საათს წელიწადში. ალბათ მოიძებნებიან ექსპერტები, რომლებიც ატ შეამცირებენ, ან გაზრდიან სტატისტიკას, მაგრამ თუ ჩვენ ვაპირებთ ჰაერში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე საათის გატარებას, უმჯობესია თვითმფრინავის იჯარა გადამზიდავთან. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე იაფფასიან ბიზნეს-ჯეტშიც (ნახმარში) კი მოგიწევთ არანაკლებ 10 მილიონი დოლარის გადახდა, ხოლო Bombardier Global 5000 – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ლუქს-ხარისხის თვითმფრინავი ღირს 35 მილიონი დოლარიდან. Bombardier Global Express XRS რამდენიმე მილიონი დოლარით ნაკლები ღირს. ამას უნდა დაემატოს ანგარში შენახვის და პილოტების მომსახურების ანაზღაურების ღირებულება (თუ ჯონ ტრავოლტასავით თავად არ მართავთ თვითმფრინავს), და აგრეთვე საწვავის ღირებულება. ყოველწლიური ხარჯი შეიძლება აღწევდეს რამდენიმე მილიონ დოლარს. სხვათა შორის, ახალი თვითმფრინავი ავტომობილი არ არის, რომელიც შეგიძლიათ წახვიდეთ და პირდაპირ სალონიდან შეიძინოთ. Bombardier-ის მოდელების უმეტესობის დაცდის დრო წელიწადნახევარს აღემატება.

კარგი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს თვითმფრინავის ერთობლივი ფლობა. ამ აქტიურად გამოყენებადი საკუთრების ფორმის უმთავრესი ნიშანი არის თვითმფრინავის ღირებულებასა და მის შენახვაში წილის შეძენა. ასეთი არჩევანის შემთხვევაში მიმდინარე ხარჯი ჩვეულებრივ შედარებითია რეისის თვითმფრინავების ბიზნეს-კლასში ფრენასთან, მაგრამ ითვალისწინებს გაცილებით მეტ უპირატესობას, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. ერთადერთი გამონაკლისით – თვითმფრინავის ინტერიერი უნდა პასუხობდეს ყველა მისი თანამესაკუთრის გემოვნებას.

მაგრამ კერძო ავიაციის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმა არის საჰაერო ხომალდების მესამე პირებისაგან ქირაობა. ასეთი ფორმით ფრენების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ეს არ არის იაფი სიამოვნება. ამას უნდა დაემატოს პილოტის დაქირავების ხარჯი, რომელიც, როგორც წესი ასეთ შემთხვევაში შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. განაკვეთი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ამინდის პირობები, ფრენის ხანგრძლიობა, თვითმფრინავის ზომა. ჩარტერული კომპანიის საჰაერო ხომალდზე 1 საათის ფრენაში უნდა გადაიხადოთ 5-დან 10 ათას დოლარამდე. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება უფრო იაფი ვიდრე საჯარო ავიაკომპანიის რეგულარული რეისი ბიზნეს-კლასით ფრენის შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ აიყვანთ ბორტზე რამდენიმე ადამიანს.

Смотрите также:  Airbus поставил в Соединенные Штаты первый A321, работающий на биотопливе

dassault falcon 7x5 - კერძო ასპექტს ფლობს რამდენიმე ასპექტში

სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა ფრენები

ინდივიდუალური კლიენტებისათვის და სხვადასხვა კომპანიებისათვის ახალი და ექსპლუატაციაში ნამყოფი თვითმფრინავების წინადადებები საკმაოდ ფართოთაა წარმოდგენილი. ანალოგიურად, როგოც პირადი ავტომანქანის შეძენის შემთხვევაში, საავიაციო დარგში დიდი მრავალფეროვნებაა. ყოველივე ეს იმისათვის, რომ კლიენტმა მიიღოს ის, რაც ნამდვილად სურს. ბაზარზე შემოთავაზებული თვითმფრინავები განსხვავდებიან ადგილების რაოდენობით (2, 4-დან 20-მდეც კი), ფრენის მანძილით (ადგილობრივი, საერთაშორისო და კონტინენტთაშორისო ფრენისთვის), და აგრეთვე სალონის აღჭურვილობით. ევროპულ ბაზარზე დომინირებენ პატარა დგუშიანი და რეაქტიული თვითმფრინავები.

მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ ხრახნიანი თვითმფრინავები, რომლებიც იღებენ ბორტზე 2-დან 6 პირამდე. ასეთია, მაგალითად Cessna 208 Caravan, რომელიც არ არის საკმარისად ფართო და კომფორტული, მაგრამ სარგებლობს კარგი რენომეთ და უსაფრთხოების მაღალი დონით. მასზე შეიძლება ასობით კილომეტრის გადალახვა, ხოლო აფრენისა და დაჯდომისათვის მას ესაჭიროება შედარებით სწორი ზედაპირის პატარა მონაკვეთი და ის აუცილებლად არ უნდა იყოს ასფალტირებული ან ბეტონირებული. ამავდროულად ამ თვითმფრინავის ღირებულება არ აღემატება მომატებული კომფორტულობის ავტომობილის ღირებულებას.

კლიენტები, რომლებსაც სურთ გადაადგილება ჰაერში კიდევ უფრო სწრაფად, ირჩევენ ულტრამსუბუქ თვითმფრინავებს შორის, უმეტეს წილად Piper UI, Amigo ან Chico. მათ შეუძლიათ საკმაოდ დიდი დისტანციების გადალახვა, ხოლო აფრენა-დაჯდომისათვის საჭიროებენ უმარტივეს ბილიკს ანდა ბალახიან ველს.

კერძო თვითმფრინავების სრულიად განსხვავებული კლასი არიამ ზეციური ლიმუზინები. ამ ტიპის საჰაერო ხომალდებს შორის მსოფლიოში ჭარბობს მარკა Beechcraft, რომლის თვითმფრინავებიც სწრაფი და ეფექტურია და გარდა ამისა კარგად აღჭურვილია. ბიზნეს-კლასის ეს მანქანები ხასიათდებიან დიდი ეკონომიურობით – წვავენ მხოლოდ 300 ლიტრ იაფფასიან და ხელმისაწვდომ (აეროპორტებში) საავიაციო ნავთს. მათ ხშირად იყენებენ ცნობილი ადამიანები და კინოვარსკვლავები.

კერძო თვითმფრინავების უმაღლეს კლას წარმოადგენენ რეაქტიული თვითმფრინავები, რომელთა ღირებულება იწყება რამდენიმე მილიონი დოლარიდან. მათზე ფრენისთვის საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის პილოტი, კარგი ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი და აეროდრომი შესაბამისი დანადგარებით ან აეროპორტი. ასეთი კლასის ბიზნეს-ჯეტების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან კომპანიები Bombardier, Cessna, Gulfstream Aerospace და Hawker Beechcraft.

მსოფლიოში ყველაზე პრემიუმ ბიზნეს-ჯეტებად ითვლებიან Global 10-ის სერიის Bombardier. მათი სალონები მოპირკეთებულია ძვირფასი ჯიშის ხით, ნატურალური ტყავით, ის აღჭურვილია ბარებით მარმარილოს ფურნიტუტრით და მოოქროვილი ონკანებით საპირფარეშოში და ხელსაბანებზე. ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა თანამგზავრის სატელეფონო კავშირი ალბათ არც კი ღირს თქმა, ვინაიდან მის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნეს-კლასის არც ერთი თვითმფრინავი.

ფრენა ნებისმიერს შეუძლია

ერთი საქმეა საკუთარი თვითმფრინავის არსებობა, ხოლო სულ სხვაა – მისი მართვა. სულ უფრო მეტი ადამიანი სერიოზულად არის დაინტერესებული პირადი თვითმფრინავის დამოუკიდებელ პილოტაჟში. უველაზე ხშირად ამაზე ფიქრობენ პატარა, ულტრამსუბუქი თვითმფრინავების მფლობელები (აღსანიშნავია, რომ ცნება «ულტრამსუბუქი» განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპაში ეს არის 350 კგ-მდე, ხოლო აშშ-ში – 650 კგ-მდე ასაფრენი წონის თვითმფინავები). შესაბამისი მიდრეკილების არსებობისას ულტრალაითის პილოტის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია ერთ-ერთ მრავალრიცხოვან აეროკლუბში კურსების გავლის შემდეგ. დიდი ლუქს ბიზნეს-ჯეტების მფლობელები, როგორც წესი, არ აპირებენ დამოუკიდებლად პილოტირებას და ქირაობენ კვალიფიციურ პილოტებს და ბორ გამცილებლებს, თავად კი ისვენებენ ფრენის დროს ანდა დაკავებულნი არიან საქმეებით. მათთვის ფრენა უფრო სიამოვნებაა და არა ვალდებულება.

Смотрите также:  Американский концерн прекратил производство 737NG

DASSAULT FALCON 7X 2 - კერძო ასპექტს ფლობს რამდენიმე ასპექტში

ვინმეს რომც მონდომებოდა ბიზნეს-ჯეტის დამოუკიდებლად მართვა, მას მოუწევდა დაეწყო ულტრამსუბუქი თვითმფრინავების პილოტირების კურსებით. თეორიული კურსის და პრაქტიკული მეცადინეობის ღირებულება იწყება რამდენიმე ათას დოლარიდან, რაც თავად თვითმფრინავის ღირებულების გათვალისწინებით  პრინციპში არ არის ძვირი. ასეთი კურსების დამთავრებამდე თქვენ მოგიწევთ სამედიცინო შემოწმებისა და ფსიქოლოგთან გასაუბრების გავლა. კურსი სრულდება მარტივი თეორიული გამოცდით და სწავლების დროს შეძენილი საფრენის უნარების შემოწმებით. შესაბამისი ორგანოს მიერ მათი წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა ულტრამსუბუქი თვითმფრინავების პილოტის კვალიფიკაციის მოწმობა.

ცოტა რთულია ე. წ. ტურისტული – Private Pilot Licence PPL(A)-ის ლიცენზიის მოპოვება. ჯერ ერთი პირველ შემთხვევასთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო ძვირია სწავლების ღირებულება. საჭიროა მკაცრი სამედიცინო კომისიის გავლა, რომელიც დაადასტურებს შესაბამისი ტიპის საჰაერო ხომალდების პილოტირების უნარს. მხედველობის სერიოზული პრობლემების მქონე პირებმა შეუძლიათ დაივიწყონ ეს ლიცენზია, თუმცა ლაზერული კორექციის თანამედროვე მეთოდები არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ პრობლემას შეძლებული ადამიანისათვის.

სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ ტარდება 150-საათიანი თეორიული კურსი. პრაქტიკული კურსი იკავებს 45-დან 60 საათამდე და ნაწილობრივ შედგება სიმულატორზე, ხოლო ნაწილობრივ რეალურ თვითმფრინავზე ფრენისაგან. დაწყებითი კურსების PPL(A) კურსდამთავრებულები დაიშვებიან მეტეოროლოგიის, ნავიგაციის, საავიაციო სამართლის, რადიოკავშირის წესების და პილოტირების საფუძვლების თეორიულ გამოცდაზე. PPL(A)-ის პილოტის ლიცენზიის მოპოვება იძლევა თითქმის ნებისმიერი კერძო საჰაერო ხომალდით მართვის უფლებას. განსაკუთრებით ბეჯითებმა შეიძლება მოგვიანებით მიიღონ პროფესიული პილოტის ლიცენზია CPL(A) და რამის ფრენების განხორციელების უფლების მოწმობა N-VFR. პრაქტიკაზე ეს ნიშნავს რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ოდენობის ხარჯებს და ასობით კურსებზე გატარებულ საათს, მაგრამ მსგავსი ხარჯი უმეტეს შემთხვევაში გამართლებულია.

საკუთარი თვითმფრინავით მართვით მიღებული სიამოვნება ვერაფერს შეედრება იმიტომ, რომ ცის ის ნაჭერი, რომელშიც ჩვენ მივფრინავთ მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის.