კერძო თვითმფრინავის იჯარის რიგი უპირატესობა

არის უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კერძო თვითმფრინავის იჯარა უფრო ეფექტური, მოსახერხებელი და მოქნილი საშუალება თანამედროვე ბიზნესისთვის. რა თქმა უნდა, ერთერთი ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ რეგულარული რეისებისგან განსხვავებით ჩარტერი არ ფუნქციონირებს მკაცრი გრაფიკით, და ამასთან იძლევა კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად ფრენის მარშრუტის მორგებას.

ასე, თუ კომერციულ რეისებს შეუძლიათ კურსირება სამ ასეულ აეროპორტს შორის, კერძო თვითმფრინავებს შეუძლიათ აირჩიონ აფრენისა და დაჯდომისთვის 7000 საჰაერო ნავსადგურამდე. ეს აძლევს ჩარტერული ბროკერების კლიენტებს გარკვეულ მოქნილობას რეისების არჩევისას, და ნაკლები დროისა და საკუთარი ძალისხმევის ნაკლებად ხარჯვის საშუალებას. გარდა ამისა, კერძო თვითმფრინავები იშვიათად აგვიანებენ, რადგანაც გაფუჭებული ამინდის პირობებიც კი არ უშლიან ხელს პილოტებს აირჩიონ სხვა აეროპორტი დასაჯდომად. თუ თქვენ ოდესმე მოგიწიათ აეროპორტის ხმაურიან დარბაზში ჯდომა რეისის დაგვიანების გამო, თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ კომერციული ავიაკომპანიის მეშვეობით ფრენით იმედგაცრუების სრული დონე. ხოლო თუ სასწორზე დგას შესაძლო დაგვიანება მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრაზე ან ახლობლის ჯანმრთელობის საკითხი, მხოლოდ იმედგაცრუებით საქმე შეიძლება არ შემოფარგლოს.

2 5 - კერძო თვითმფრინავის იჯარის რიგი უპირატესობა

რა თქმა უნდა, ის ადამიანიც კი, ვინც მოგზაურობს კომერციული რეისის პირველი კლასით, განიცდის მხოლოდ მცირედ ნაწილს იმ მოხერხებულობისა და კომფორტისა, რომლის უზრუნველყოფა შეუძლია კერძო თვითმფრინავის ბორტს. გარდა ამისა, აქ პრაქტიკულად არ არსებობს უსაფრთხოების შემოწმების გავლა. ფაქტობრივად, როგორც კი ჩარტერული ოპერატორი მიიღებს საჭირო ინფორმაციას და დაჯავშნის რეისს, თქვენ მოგიწევთ მხოლოდ ბარგის ჩატვირთვა ჯეტის ბორტზე და კომფორტულად განლაგება კერძო თვითმფრინავის სალონში. გარდა პირადობის მოწმობის შემოწმებისა, თქვენ არ მოგიწევთ სხვა არანაირი შემოწმების გავლა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავიდან აიცილებთ გრძელ რიგებს რეგისტრაციისას, გადავსებულ აეროპორტებს და ა.შ.

უსაფრთხოება არის ჩარტერული ოპერატორისა და ავიაგადამზიდის   ძირითად საზრუნავს

მსოფლიო პრაქტიკით მიღებულია მკაცრი წესები, რომლებიც არეგულირებენ საჰაერო ჩარტერული რეისების საქმიანობას, და ავიაგადამზიდებისთვის ეს, კომფორტისა და მოხერხებულობის პარალელურად, ყოველთვის უნდა რჩებოდეს პირველი რიგის პრიორიტეტად (თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს არაკეთილსინდისიერი ბროკერის გადაყრის რისკი, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ მოქმედ წესებს).

კონფიდენციალურობა – ეს არის კიდევ ერთი ფუძემდებელი მიზეზი, რომლის გამოც მაღალი დონის ხელმძღვანელთა უმრავლესობა ამჯობინებს კერძო თვითმფრინავებით ფრენას. როდესაც თქვენ განიხილავთ პირად და ფინანსურ საკითხებს, უკანასკნელი, რაზეც გენდომებათ იდარდოთ, – ვინ დგას თქვენს გვერდით. დაპატიჟეთ ბორტზე ვინც თქვენ გსურთ, და გაემგზავრეთ, სადაც გსურთ. თუ თქვენ გჭირდებათ პერსონალური დაცვა ან გადაგაქვთ ძვირფასი ტვირთი, ჩარტერული ოპერატორი უზრუნველყოფს თქვენთვის უსაფრთხოებისა და პრივატულობის სათანადო დონეს.

3 5 - კერძო თვითმფრინავის იჯარის რიგი უპირატესობა

ბიზნეს ჯეტი ასევე მოგცემთ საშუალებას არ დაკარგოთ დრო ფრენისას, და გამოიყენოთ იგი მაქსიმალური ეფექტურობით. თქვენ არ უნდა გამოცხადდეთ აეროპორტში აფრენამდე სამი საათით ადრე, ისხდეთ გადატენილ დარბაზში რეისის მოლოდინში. ვინაიდან კერძო თვითმფრინავებს შეუძლიათ დაჯდომა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა აეროპორტში, დიდი ალბათობით თქვენ შეძლებთ დაჯდომას საჰაერო ნავსადგურში, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება განლაგებული საბოლოო დანიშნულების ადგილთან.  ყველაზე კარგი კი ისაა, რომ კერძო თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ შიშის გარეშე, რომ ხელს შეგიშლიან ან მუდმივად მოგაცდენენ.

კიდევ ერთი თვალნათელი ბონუსი – თქვენ პრაქტიკულად სრულად ხართ დაზღვეული ბარგის დაკარგვის რისკისგან. საქმე იმაშია, რომ ბარგი მოგზაურობს იმავე თვითმფრინავით, რომლითაც მოგზაურობთ თქვენ (ფაქტობრივად თქვენ თქვენი ხელით მიგაქვთ ბორტზე თქვენი ბარგი), ამგვარად თქვენ თავს არიდებთ დანიშნულების პუნქტში ბარგის ჩამოტვირთვისა და ტერმინალამდე მოტანის ლოდინის აუცილებლობას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ნივთები დაზღვეულია აეროპორტის დაქირავებული მუშების მიერ უდიერი მოპყრობისგან.

ჩაალაგეთ ბარგი, დარეკეთ Cofrance SARL (TM AVIAV)-ში და მოემზადეთ შემდეგი მივლინებისთვის ან დასვენებისთვის. კომპანიის სპეციალისტების ჯგუფი დაგეხმარებათ იდეალური კერძო თვითმფრინავის შერჩევაში, რეისში მაღალკვალიფიციური ფრენის ეკიპაჟის თანხლებით, და მთლიანობაში განახორციელებს ფრენის ორგანიზებას ყველაზე მაღალ დონეზე.

 

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ბროკერის საიტზე, და გარწმუნებთ, რომ აგენტები თქვენს გვერდით იქნებიან ყოველ ნაბიჯზე: მოგზაურობის დაგეგმვიდან დანიშნულების აეროპორტში წარმატებულ დაჯდომამდე.

 

ოლღა შოშინა